ახალი ამბები

კალაძის თქმით, NDI მეორე ტურის გარდაუვლობას მიზანმიმართულად ამტკიცებს

27 ივლისი, 2017 • 2033
კალაძის თქმით, NDI მეორე ტურის გარდაუვლობას მიზანმიმართულად ამტკიცებს

კახა კალაძე NDI-ის ხელოვნური სურათის შექმნაში ადანაშაულებს. როგორც მან დღეს, NDI-ის კვლევის კომენტირებისას განაცხადა, თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტურის გარეშე გაიმარჯვებს.

“მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საზოგადოებაში დაამკვიდრონ მოსაზრება, რომ მეორე ტური არის გარდაუვალი. ეს ამ ორგანიზაციის მიერ მიზანმიმართულად ხდება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ თბილისის და თბილისელების მხარდაჭერით არჩევნები დედაქალაქში პირველივე ტურში დასრულდება”, – განაცხადა კალაძემ.

“ჩვენ საარჩევნო კამპანია ჯერ არ დაგვიწყია და თუნდაც ის 30%, რაც [კვლევაშია] მოცმეულია, მეტყველებს იმაზე, რომ ქართულ ოცნებას და მის კანდიდატს ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს”, – განაცხადა კალაძემ.

ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? – NDI-ის გამოკითხვის მიხედვით მთლიანი მოსახლეობიდან ხმების 30%-ს კახა კალაძე მიიღებდა, 19%-ს – ალეკო ელისაშვილი, 18%-ს ზაალ უდუმაშვილი, ხოლო ელენე ხოშტარია – 5%-ს.

Screen Shot 2017-07-27 at 11.13.22 AM

რაც შეეხება ხმების პროცენტულ გადანაწილებას უშუალოდ იმ ადამიანებში, ვინც ამბობს, რომ არჩევნებში სავარაუდოდ მონაწილეობას მიიღებს, შედეგი ასეთია.

Screen Shot 2017-07-27 at 11.13.31 AM

კვლევის მიხედვით, თბილისში არჩევნები ხვალ რომ ტარდებოდეს, გამარჯვებულის გამოსავლენად მეორე ტური გახდებოდა საჭირო. ოპოზიციის კანდიდატებს ერთად აღებულს მმართველის წარმომადგენელზე მეტი რეიტინგი აქვთ.

ცხრილში იასამნისფერად მონიშნულია მეორე არჩევანი. ანუ ადამიანებს, რომლებსაც ჰყავთ ფავორიტი, ჰკითხეს, რომ არა მათი კანდიდატი, მეორე არჩევანის სახით ვის დაუჭერდნენ მხარს.

კვლევა CRRC-იმ ჩაატარა NDI-ის დაკვეთით. მას ბრიტანეთის საელჩო აფინანსებს. CRRC კვლევის შესახებ ამ ინფორმაციას ავრცელებს.

Screen Shot 2017-07-27 at 11.19.17 AM

მასალების გადაბეჭდვის წესი