ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბებიხელოვნება

“Game of Thrones” ღია ცის ქვეშ სოხუმში

27 ივლისი, 2017 • 6335
“Game of Thrones” ღია ცის ქვეშ სოხუმში

იმის მიუხედავად, რომ დღეს აფხაზეთში არც ერთი კინოთეატრი არ არსებობს, რომელიც უახლეს ფილმებს შესთავაზებდა მაყურებელს,  სოხუმში ცდილობენ არ ჩამორჩნენ მსოფლიო ტენდეციებს და პოულობენ საშუალებებს იმისთვის, რომ საერთაშორისო კულტურის თანამონაწილე იყვნენ.

დღეს სოხუმში რამდენიმე კინოდარბაზია, რომელიც მაყურებელს ინტერნეტიდან ჩამოტვირთულ ფილმებს აჩვენებს. გარდა ამისა, თითქმის ნებისმიერი, ვისაც მსოფლიო კინოთეატრებში გასული ფილმების ნახვა სურს, მათ “ტორენტიდან” ტვირთავს.  თუმცა ფილმების დიდ ეკრანზე ნახვის სურვილი მაინც დიდია.

ბოლო რამდენიმე წელია ზაფხულობით სოხუმში ღია ცის ქვეშ რამდენიმე კინოთეატრი მუშაობს. შარშან, ყოველ საღამოს, სოხუმის პლიაჟზე “ვოლნა” [ტალღა] მორიგი კინოშედევრის საყურებლად იკრიბებობდნენ. წელს დიდი ეკრანი და ფიცრებისგან შექმნილი დარბაზი კავკასიის მცველთა ძეგლთან განათავსეს. 2017 წლის ზაფხულის მთავარი ამბავი აქ  ტელესერიალის, “სამეფო კარის თამაშების” მეშვიდე სეზონის ჩვენებაა.

ყოველ ორშაბათს, 21:00 საათზე, მოქალაქეები აქ მორიგი სერიის სანახავად იკრიბებიან.

სოხუმში მცხოვრებ ადგურს მეშვიდე სეზონის პირველი სერია ღია ცისქვეშ არ უნახავს, თუმცა ინსტაგრამზე ანონსი ნახა და მეორე სერიის საყურებლად მისვლა გადაწყვეტა.

“დიდხანს ველოდი ახალი სეზონის დაწყებას, მაგრამ რამდენიმე დღით ადრე კომპიუტერი გამიფუჭდა და სმარტფონის ეკრანზე ვნახე ფილმი. ვფიქრობდი, მთელი სეზონის ნახვა ტელეფონში მომიწევდა, თუმცა შემდეგ გავიგე, რომ დიდ ეკრანზე აჩვენებენ. გამოსახულების ხარისხის რა მოგახენოთ, არ არის საუკეთესო, ქუჩის განათება უშლის ხელს, თუმცა ტელეფონში ყურებას მაინც ჯობს”, – ამბობს ადგური.

კიდევ ერთ სოხუმელ მაყურებელს, რასიდას სერიალი აქამდე ნანახი არ ჰქონდა და ორშაბათის პირველ კინოჩვენებაზე მეგობრებს გამოჰყვა. გოგონა ამბობს, რომ მსახიობები, მათი ჩაცმულობა მოეწონა და სერიალის ყურება დაიწყო.

“ერთ კვირაში სამი სეზონი ვნახე. ახლაც მეგობრის ხათრით წამოვედი, ისე კი, წინასწარ არ მინდოდა ბოლო სეზონის ნახვა”.

ინსტაგრამის მომხმარებელს შორის ყოველ კვირას კონკურსი იმართება. გამარჯვებულს სერიალის ყურება ღია ცის ქვეშ, რკინის ტახტზე ერგება. მე არ მიმიღია მონაწილეობა კონკურსში, თუმცა რამდენიმე წუთით, ფოტოს გადასაღებად ადგილი დამითმეს.

"სამეფო კარის თამაშების" ჩვენება ღია ცის ქვეშ სოხუმში; 2017, 26 ივლისი. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

“სამეფო კარის თამაშების” ჩვენება ღია ცის ქვეშ სოხუმში; 2017, 26 ივლისი. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

"სამეფო კარის თამაშების" ჩვენება ღია ცის ქვეშ სოხუმში; 2017, 26 ივლისი. ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა

მასალების გადაბეჭდვის წესი