ახალი ამბები

NDI: უმრავლესობის აზრით, მუხთარლის საქმეზე საქართველოს მთავრობაა პასუხისმგებელი

27 ივლისი, 2017 • 1644
NDI: უმრავლესობის აზრით, მუხთარლის საქმეზე საქართველოს მთავრობაა პასუხისმგებელი

გამოკითხულთა 72%-ის თქმით, იცის იმ ფაქტის შესახებ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაიტაცეს თბილისის ცენტრიდან და ამჟამად აზერბაიჯანის ციხეში იმყოფება. მათი 82% ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით, რადგან აკისრია ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულება. 78% ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით, რადგან ვერ უზრუნველყო გატაცების შეჩერება. მხოლოდ 14% ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას საერთოდ არ ეკისრება პასუხისმგებლობა მომხდართან დაკავშირებით.

გამოკითხულთა 56% მიიჩნევს, რომ მუხთარლის საქმე უარყოფით გავლენას მოახდენს საქართველოს, როგორც ადამიანის უფლებებსა და მედიის თავისუფლებაში რეგიონის ლიდერის რეპუტაციაზე.

აფგან მუხთარლი საქართველოდან 29 მაისს გაიტაცეს და აზერბაიჯანში აღმოჩნდა პატიმრობაში. საქართველოს მთავრობას ამ დრომდე არა აქვს გამოძიებული ეს საქმე.

კვლევა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით CRRC-საქართველომ ჩაატარა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. საველე სამუშაოები ჩატარდა 2017 წლის 18 ივნისი – 9 ივლისი. პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა მთელ საქართველოში 2,261 ინტერვიუერთან. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.2%.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი