ახალი ამბები

NDI-ის გამოკითხვით, 21% არასოდეს მისცემდა ხმას ენმ-ს

27 ივლისი, 2017 • 1998
NDI-ის გამოკითხვით, 21% არასოდეს მისცემდა ხმას ენმ-ს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევის შედეგების თანახმად, კითხვაზე, რომელ პარტიას/ბლოკს არასოდეს მისცემდით ხმას, ყველაზე მეტი, 21% აცხადებს, რომ პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. 19% კი ამბობს, რომ არ არსებობს ასეთი პარტია.

18%-მა არ იცის, 14% კი ქართულ ოცნებას არ დაუჭერდა მხარს.

რომელ პარტია/ბლოკს არასოდეს მისცემდით ხმას? წყარო: NDI

რომელ პარტია/ბლოკს არასოდეს მისცემდით ხმას? წყარო: NDI

კვლევა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით CRRC-საქართველომ ჩაატარა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. საველე სამუშაოები ჩატარდა 2017 წლის 18 ივნისი – 9 ივლისი. პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა მთელ საქართველოში 2,261 ინტერვიუერთან. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.2%.

მასალების გადაბეჭდვის წესი