ახალი ამბები

შსს: “რუსთავი 2”-ის შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია

27 ივლისი, 2017 • 1684
შსს: “რუსთავი 2”-ის შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია.

“რუსთავი 2”-ის შენობაში ხანძრის შესახებ ინფორმაცია არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ 00:36 საათზე გაავრცელა. რამდენიმე წუთის განმავლობაში გათიშული იყო არხის მაუწყებლობა, რომელიც მალევე აღდგა, ამჟამად პირდაპირ ეთერში გადაიცემა არსებული ვითარება.

არხის თანამშრომლების ცნობით, ხანძარი შენობის იმ ფლიგელში გაჩნდა, სადაც “თოქ-შოუები” მზადდება და ბევრი დეკორაციაა. საინფორმაციო სამსახურის მორიგე თანამშრომლებმა ტექნიკის ნაწილის გადარჩენა შეძლეს.

სახანძრო ბრიგადის წარმომადგენლის თქმით, სიძლიერით ეს საშუალო დონის ხანძარი იყო. მისივე თქმით, ორივე სტუდიაში კვამლის გარდა ხანძრის კერები არ შესულა. დამწვარია დეკორაციის ნაწილი და რამდენიმე ძველი სკამი. ასევე, ე.წ. “კერხერი” და კომპრესორი სასაწყობო მეურნეობის შესახვლელთან. სახანძრო ბრიგადის წარმომადგენლის თქმით, სულ დამწვარია დაახლოებით 25 კვ.მ.

მასალების გადაბეჭდვის წესი