ახალი ამბები

ფეისბუკის ვაკანსია საქართველოსთვის

27 ივლისი, 2017 • 11786
ფეისბუკის ვაკანსია საქართველოსთვის

ფეისბუკი საქართველოში  ეძებს ე.წ. თემის ოპერატორს (Market Specialist Community Operations). შერჩეულმა კანდიდატმა ირლანდიაში, კერძოდ, დუბლინში არსებულ ოფისში უნდა იმუშაოს:

“წარმატებული კანდიდატი დსთ-ს ქვეყნებზე მომუშავე გუნდის წევრი იქნება, მას მოუწევს განიხილოს შესაძლო შეურაცხყოფის შემთხვევები, გადაჭრას მომხმარებლების ანგარიშებთან დაკავშირებული პრობლემები, გააუმჯობესოს დახმარების სერვისი და ასევე მოაგვაროს თემატური გლობალური საკითხები. სპეციალისტი მონაცემთა ანალიზით დაკავებული გუნდის წევრი იქნება  და მონაცემთა ოპტიმიზაციასა და გამოწვევების გადაჭრაში დაგვეხმარება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მან პრობლემების პრევენცია უნდა შეძლოს”,- ნათქვამია გამოცხადებულ ვაკანსიაში.

რა კვალიფიკაციას უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი:

[checklist]

  • ბაკალავრის და/ან მაგისტრის დიპლომი ან შესაბამისი გამოცდილება (მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები სასურველად მიიჩნევა)
  • სტრატეგიულად მოაზროვნე ანალიტიკური და კრეატიული პრობლემის გადაჭრის უნარები
  • შესანიშნავი კომუნიკაციის და თანამშრომლობის უნარები
  • ტექნიკური და მონაცემებთან დაკავშირებული უნარები (მაგალითად, ექსელთან და SQL- თან მუშაობა პლუსად ჩაითვლება)
  • ქართულის და ინგლისურის მაღალ დონეზე ფლობა, როგორც წერით, ისე სასაუბრო დონეზე. რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პლუსად
  • ინიციატივის გამოჩენის უნარი, რამდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების და ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი

[/checklist]

მასალების გადაბეჭდვის წესი