ახალი ამბები

დეკანოიძე: სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა პოლიტიკური დევნაა

26 ივლისი, 2017 • 2437
დეკანოიძე: სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა პოლიტიკური დევნაა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთვევა პოლიტიკური დევნაა.

“უაღრესად გულდაწყვეტილი ვარ იმით, რომ ქვეყანა და ხელისუფლება, ვგულისხმობ უკრაინის ხელისუფლებას, რომლის დეკლარირებული კურსი არის პროდასავლური, რეალურად პოლიტიკური დევნის მეთოდებს იყენებს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ. რეალურად ეს არის პოლიტიკური დევნა. გახსოვთ ალბათ, იანუკოვიჩმა დააპატიმრა იულია ტიმოშენკო, სწორედ მსგავსი პრეცედენტია. ძალიან ცუდია, რომ ოლიგარქიული რეჟიმი, რომელიც ახლა, სამწუხაროდ, უკრაინაშია, მიმართავს ასეთ პოლიტიკურ დევნას”,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილმა უკრიანის მოქალაქეობა დაკარგა, დღეს უკრაინელმა პარლამენტარმა და ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა. პორტალმა obozrevatel.com-მა დაწერა, რომ საემიგრაციო სამსახურმა სააკაშვილის მხრიდან უკრაინის მოქალაქეობის დაკარგვის მიზეზად ტყუილი დაასახელა. მოგვიანებით, დავით საყვარელიძემ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს.

მიხეილ სააკაშვილი 2015 წლიდან საქართველოს მოქალაქე აღარაა და ის უკრაინის პასპორტს ფლობს. ამ პასპორტით მან ოდესის ოლქის გუბერნატორადაც იმუშავა, თუმცა შემდეგ ხელისუფლებას დაუპირისპირდა და ოპოზიციაში გადავიდა.

რადიო თავისუფლების ცნობით, მიმდინარე წლის მაისში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პოროშენკო მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებდა, “რაც არაკონსტიტუციურია”.

“სრულიად დადასტურებულად ვიცი, რომ გასულ კვირაში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა შეხვედრა და პრეზიდენტმა პოროშენკომ მისცა დავალება თავის სამსახურებს, რომ მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში მოპოვებულ იქნას ისეთი მასალები, რომელთა საფუძველზე მე და დავით საყვარელიძეს ჩამოგვართმევენ უკრაინის მოქალაქეობას“, – რადიო თავისუფლების ცნობით განაცხადა სააკაშვილმა. სააკაშვილმა მაისში თქვა, რომ “უკრაინის პრეზიდენტი აპირებდა საქართველოში ჩასვლას და იქ ასეთი ყალბი დოკუმენტის მოპოვებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი