ახალი ამბები

დაპირისპირება ანა დოლიძესა და ირაკლი კობახიძეს შორის [ვიდეო]

26 ივლისი, 2017 • 4431
დაპირისპირება ანა დოლიძესა და ირაკლი კობახიძეს შორის [ვიდეო]

პარლამენტში პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვის შემდეგ, შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ პარლამენტის თავმჯდომარე გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მისი გამოსვლა სავსე იყო დაუმსახურებელი კრიტიკით, რამაც ირაკლი კობახიძის გაღიზიანება გამოიწვია. მან დოლიძეს სიტყვა გააწყვეტინა და განაცხადა, რომ პრეზიდენტის საპარლამენტი მდივანმა, როგორც საჯარო მოსამსახურემ, პოლიტიკოსებზე არ უნდა ისაუბროს.

ანა დოლიძემ მას მიუთითა, რომ კანონის ცვლილების შემდეგ საჯარო მოსამსახურის სიიდან პრეზიდენტის მდივანი ამოიღეს და ის პოლიტიკური თანამდებობის პირია. კობახიძემ კი განაცხადა, რომ ეს ტყუილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი