ახალი ამბები

კიევპოსტი: უკრაინის პროკურატურამ ჩერნოვეცკის დაპატიმრების ნებართვა მიიღო

26 ივლისი, 2017 • 2566
კიევპოსტი: უკრაინის პროკურატურამ ჩერნოვეცკის დაპატიმრების ნებართვა მიიღო

უკრაინის პროკურატურამ 25 ივლისს კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის შესახებ დაპატიმრების ნებართვა სასამართლოსგან მიიღო.

კიევპოსტის ცნობით, პროკურატურა იძიებს დანაშაულს, რომელიც ორგანიზებული დამნაშავეების მიერაა ჩადენილი. საქმე ეხება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის უკანონო მშენებლობას, კონკრეტულად- ასაფრენ ბილიკს, რომელიც კიევში, პარკოვის ქუჩაზე მდებარეობს.

ჩერნოვეეცკის 14 ივლისს შეატყობინეს, რომ ის უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევაშია ეჭვმიტანილი. ეს მუხლი ძალაუფლების და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლია.

ლეონიდ ჩერნოვეცკი ბოლო წლებია ქობულეთში ცხოვრობს. მან საქართველოს პარლამენტში შესვლის სურვილი ცოტა ხნის წინ გაახმოვანა, პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ დააარსა და პირველი წინასაარჩევნო დაპირებაც გასცა. გამარჯვების შემთვევაში ის მოსახლეობას პენსიების 500 ლარამდე გაზრდას დაჰპირდა.

მოგვიანებით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი