ახალი ამბებისაზოგადოება

სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებით შექმნილი კაფე თბილისში

26 ივლისი, 2017 • 6262
სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებით შექმნილი კაფე თბილისში

თბილისში, გიორგი ახვლედიანის ქუჩის N20-ში, სტიმპანკ სტილის კაფე-ბარი “ტარდისი” გაიხსნა.

„ჩვენ გვსურდა გარკვეული სიახლე შემოგვეტანა არსებულ ღამის ცხოვრების სურათში, შეგვექმნა რაღაც ახალი, არატიპური, განსხვავებული და, ვიმედოვნებ, გამოგვივიდა კიდეც“ – ამბობს კაფე-ბარის მენეჯერი, ალექსანდრა კრაუზე.

“ტარდისის” გახსნის იდეის ავტორები ამბობენ, რომ სტიმპანკი, როგორც სტილი, სამეცნიერო ფანტასტიკაზე დაყრდნობით წარმოიშვა, ჩამოყალიბდა და შემოიჭრა ტანსაცმელსა და ინტერიერის დიზაინში, ხოლო დღესდღეისობით ცალკეულ სუბკულტურად ყალიბდება და, როგორც აღმოჩნდა, მას საქართველოშიც ჰყავს მიმდევრები. მათ შორისაა ხელოვანი ჯაბა ინალიშვილი, რომლის საავტორო ნამუშავრების ნახვა კაფე-ბარშია შესაძლებელი.

სტიმპანკი პოპულარულია გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიასა და ამერიკაში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ყოველწლიურად იმართება საერთაშიროსო სტიმპანკ ფესტივალები. “ტარდისში” არ გამორიცხავენ შესაძლებლობას, რომ სულ მალე მსგავს ფესტივალს საქართველომაც უმასპინძლოს.

სტიმპანკ ლაფე-ბარი ტარდისი თბილისში. ფოტო: ტარდისი

სტიმპანკ კაფე-ბარი ტარდისი თბილისში. ჯაბა ინალიშვილის ნამუშევრები. ფოტო: ტარდისი

სტიმპანკ ლაფე-ბარი ტარდისი თბილისში. ჯაბა ინალიშვილის ნამუშევარი. ფოტო: ტარდისი

სტიმპანკ კაფე-ბარი ტარდისი თბილისში. ფოტო: ტარდისი

სტიმპანკ ლაფე-ბარი ტარდისი თბილისში. ჯაბა ინალიშვილის ნამუშევარი. ფოტო: ტარდისი

სტიმპანკ კაფე-ბარი ტარდისი თბილისში. ფოტო: ტარდისი

მასალების გადაბეჭდვის წესი