ახალი ამბებიეკონომიკა

ეროვნული ბანკი ლიბერთი ბანკის გაყიდვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას სწავლობს

26 ივლისი, 2017 • 7284
ეროვნული ბანკი ლიბერთი ბანკის გაყიდვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას სწავლობს

კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკი ლიბერთი ბანკის წილების გაყიდვასთან დაკავშირებულ წილებს სწავლობს. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დღეს ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

„არსებობს სპეციალური და განსაკუთრებული პროცედურები იმ შემთხვევისთვის, რასაც ჰქვია ბანკის მფლობელების შეცვლა, რათა საბოლოოდ გარიგება დასრულდეს. ჩვენ ახლა დავიწყეთ იმ დოკუმენტაციის შესწავლა, რომელიც დაინტერესებული პირების მხრიდან იყო ჩვენთან წარმოდგენილი და გარკვეული დრო დაგვჭირდება, რათა შევისწავლოთ და შევაგროვოთ ყველა ის ინფორმაცია, რაც მოთხოვნილია ამ პროცედურების შესაბამისად. სამეურვეო საბჭოს ცვლილება, შემადგენლობა, მე რამდენადაც ვიცი, ჯერ არ შეცვლილა. მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში ვსწავლობთ იმ დოკუმენტებს, რაც ბანკის გაყიდვასთან არის დაკავშირებული – გარკვეული მფლობელის წილის ცვლილებასთან დაკავშირებით. ვიდრე ჩვენ არ შევისწავლით ინფორმაციებს, დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგცემთ“, – განაცხადა გვენეტაძემ.

”ჰანიველ პარტნერსის” მმართველმა პარტნიორმა ირაკლი რუხაძემ ჯერ კიდევ გასულ წელს გააკეთა განცხადება, რომ  მალე ის და მისი პარტნიორები „ლიბერთი ბანკის“ აქციების საკონტროლო პაკეტს შეისყიდიან.

“მოლაპარაკებები მიდის, ჩვენ ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს იმ ჯგუფთან, რომელმაც უნდა მოგვყიდოს ლიბერთი ბანკი, თვითონ ამ ჯგუფს უჩივლეს ლონდონში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად დასრულდება პროცესი. თანხის ნაწილი ჩვენ გადახდილიც გავქვს და ამიტომ ამ გარიგებას დავამთავრებთ. მე იმედი მაქვს, რომ თვენახევარში დასრულდება პროცესი. ლიბერთი ბანკის მფლობელი ვიქნებით მე და ჩემი პარტნიორები. კერძოდ, “ჰანიველ პარტნერსი“, რომელიც ჩემი კომპანიაა, მე ვარ იქ ძირითადი მფლობელი, მაგრამ მყავს სხვა პარტნიორებიც”, – განუცხადა ირაკლი რუხაძემ “ბიზნესკონტაქტს.”

ამჟამად ლიბერთი ბანკის აქციების საკონტროლო პაკეტი “ლიებრთი ჰოლდინგ ჯორჯიას” ეკუთვნის.

ირაკლი რუხაძე ტელეკომპანია “იმედის” სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის მრჩეველია.

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი” ჩვეულებრივი აქციების მფლობელ აქციონერთა რიგგარეშე კრების ჩატარებას  14 აგვისტოს გეგმავს. სხდომაზე იმსჯელებენ ირაკლი რუხაძის და სხვა პირების სამეთვალყურეო საბჭოში შესაძლო შესვლაზე და იქიდან ლადო გურგენიძის გასვლაზე. ვრცლად სხდომის დღის წესრიგის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი