ახალი ამბები

უმრავლესობის აზრით, თბილისის ხელისუფლებას ნეპოტიზმისა და პროფესიონალიზმის პრობლემა აქვს – NDI

26 ივლისი, 2017 • 1440
უმრავლესობის აზრით, თბილისის ხელისუფლებას ნეპოტიზმისა და პროფესიონალიზმის პრობლემა აქვს – NDI

თბილისში გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დედაქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებაში (საკრებული/მერია/გამგეობა) პროფესიონალიზმისა და ნეპოტიზმის პრობლემა არსებობს.

გამოკითხულთა 47 პროცენტი ეთანხმება მოსაზრებას, რომ დედაქალაქის ხელისუფლებაში კორუფციის პრობლემაცაა.

Screen Shot 2017-07-26 at 11.22.43 AM

მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ასევე აცხადებს, რომ მის ადგილობრივ ხელისუფლებაში პროფესიონალიზმის პრობლემა არსებობს, თუმცა თბილისისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხული ადამიანების მოსაზრებები პროცენტული თვალსაზრისით მაინც განსხვავდება.

Screen Shot 2017-07-26 at 11.25.11 AM

კითხვაზე, როგორ შეაფასებთ ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობას? მკვლევრებმა ამ ტიპის პასუხები მიიღეს:

Screen Shot 2017-07-26 at 11.27.23 AM

მასალების გადაბეჭდვის წესი