ახალი ამბები

საკონსტიტუციო პროცესზე ინფორმაციას მხოლოდ 32% ფლობს – NDI

26 ივლისი, 2017 • 1134
საკონსტიტუციო პროცესზე ინფორმაციას მხოლოდ 32% ფლობს – NDI

NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, მხოლოდ 32 პროცენტია ინფორმირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის შესახებ, რომელიც გასული წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს.

კვლევის მიხედვით, რომლის შედეგებიც დღეს გახდა ცნობილი, 60 პროცენტი ამბობს, რომ საკონსტიტუციო კომისიისა და მის მიერ მიღებული საკონსტიტუციო პროექტის შესახებ საერთოდ არაფერი სმენია.

იმ ადამიანების 39 პროცენტი, ვისაც პროცესის შესახებ სმენია, ამბობს, რომ საკმარისის ინფორმაცია არ აქვს საკითხზე. მათი მხოლოდ 5 პროცენტი ფიქრობს, რომ ეს ცვლილებები სრულად ასახავს მოქალაქეების შეხედულებებს, 47%-ის აზრით, ცვლილებები ნაწილობრივ ასახავს მოქალაქეების შეხედულებებს, ხოლო 32%-ის განცხადებით, მომზადებული პროექტი საერთოდ არ ასახავს მოქალაქეების შეხედულებებს.

კვლევა Crrc-იმ ჩაატარა მიმდინარე წლის 18 ივნისიდან 19 ივლისის დროის პერიოდში. შედგა 2261 დასრულებული ინტერვიუ. ცდომილების ზღვარი +/- 2.2%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი