39090

ცხინვალში ბერშუეთთან სამოქალაქო პატრულირებას პროვოკაციად აფასებენ

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი, მურატ ჯიოევი ყარაფილა – ბერშუეთის მონაკვეთზე სამოქალაქო პატრულირების საკითხს ეხმაურება.

“სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე ქართველ აქტივისტთა აქციების გამო სიტუაციის შესაძლო გამწვავების პასუხისმგებლობა ქართულ მხარეს ეკისრება”.

ჯიოევის განცხადებით, მსგავსი აქციები საფრთხის შემცველია საზღვრებში არსებული სიტუაციისთვის, ვინაიდან, როგორც ცხინვალის წარმომადგენელი ამბობს, მსგავს აქციებს შესაძლო პროვოკაციული მოქმედებები ახლავს თან.

მურატ ჯიოევი ამბობს, რომ ქართული მხარის მიზანია მორიგი ცრუ ბრალდებები სამხრეთ ოსეთისა და რუს მესაზღვრეების მისამართით, ვინაიდან სასაზღვრო სამუშაოები, როგორც ის აცხადებს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ ტარდება.

ყარაფილა – ბერშუეთის მონაკვეთზე სამოქალაქო პატრულირება 2017 წლის 25 ივლისს დაიწყო. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, “ყოველდღიურად 3 ადამიანისაგან დაკომპლექტებული ჯგუფი დააკვირდება საოკუპაციო ძალების აქტივობას მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით, რაც მავთულხლართების და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების გადაადგილება-ინსტალაციას გულისხმობს”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი