Screen Shot 2017-07-26 at 10.07.12 AM

ბიბილოვი რუსეთის პატრიარქს ეწვია

სამხრეთ ოსეთი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მოსკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რუსეთის პატრიარქ კირილსაც შეხვდა. ოსური მხარის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის ეკლესიასთან სამომავლო კავშირებს, ცხინვალში რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მშენებლობას და რუსეთის სასულიერო სემინარიებსა და აკადემიებში ოსების სწავლის შესაძლებლობას.

ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ რუსული ეკლესია ცხინვალში იმ რუსი სამხედროებისთვის და მათი ოჯახებისთვის იქნება განკუთვნილი, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მსახურობენ. მისივე განცხადებით, “სამხრეთ ოსეთი აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას რუსეთის ეკლესიასთან”.

რუსეთის პატრიარქმა კირილმა ანატოლი ბიბილოვს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაც მიულოცა.  მაშინდელ მილოცვაში პატრიარქმა კირილმა იმედი გამოთქვა, რომ ბიბილოვი ყურადღებით მოეკიდება საკუთარი მოქალაქეების სულიერ საჭიროებებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი