14060234_1291562430862403_876691527_o

NDI: 57% მიიჩნევს, რომ ნარკოტიკის მოხმარება ციხით არ უნდა ისჯებოდეს

NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, ეროვნულ დონეზე გამოკითხულთა 36% მიიჩნევს, რომ ადამიანმა ნებისმიერი ტიპის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო- იქნება ეს მარიხუანა, აბები თუ ინტრავენული ნარკოტიკი- ციხის სასჯელი უნდა მოიხადოს, 57% კი მიიჩნევს, რომ ციხის სასჯელი ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანებმა არ უნდა მოიხადონ. 7%-მა ამ შეკითხვაზე პასუხი არ იცის.

ყველაზე მეტი მხარდამჭერი ნარკოტიკების მოხმარებისთვის ციხით დასჯაზე უარის თქმის თაობაზე ახალგაზრდა მოქალაქეებში ჰყავს. 18-35 წლამდე გამოკითხულ მოქალაქეთა 65% მიიჩნევს, რომ ნარკოტიკის მოხმარება ციხით არ უნდა ისჯებოდეს. ხოლო ამავე ასაკობრივ ჯგუფში გამოკითხულთა 29% მიიჩნევს, რომ ნარკოტიკის მოხმარება უნდა ისჯებოდეს ციხით.

NDI

კვლევა CRRC-იმ ჩაატარა მიმდინარე წლის 18 ივნისიდან 19 ივლისის დროის პერიოდში. შედგა 2261 დასრულებული ინტერვიუ. ცდომილების ზღვარი +/- 2.2%-ია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com