ახალი ამბები

ახალციხეში ქალი დაჭრეს, დაკავებულია ქმარი

25 ივლისი, 2017 • 1503
ახალციხეში ქალი დაჭრეს, დაკავებულია ქმარი

ახალციხეში ქალი დაჭრეს. როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ცხელ კვალზე დაკავებულია მისი ქმარი. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ეს ადამიანები ბოლოს ერთად აღარ ცხოვრობდნენ.

შსს-ს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით, რომელიც ოჯახში ძალადობის მუხლზე მითითებით უფრო მძიმდება. გარდა ამისა, გამოძიება დაწყებულია ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღების მუხლითაც.

შსს-სცნობით, ამჟამად დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამხრეთის კარიბჭის ინფორმაციით კი, მას ოპერაცია ჩაუტარდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი