ახალი ამბები

NGO-ები პარლამენტს მოუწოდებენ, პრეზიდენტის ვეტო არ დაძლიონ

25 ივლისი, 2017 • 1971
NGO-ები პარლამენტს მოუწოდებენ, პრეზიდენტის ვეტო არ დაძლიონ

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტის წევრებს განცხადებით მიმართავენ, რომელშიც მოუწოდებენ, რომ გაიზიარონ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებასთან დაკავშირებით და არ დაძლიონ ვეტო. საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს, რომ ხვალ, 26 ივლისს პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.

“საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებასა და წარმატებული რეფორმის შეჩერებაზე ადგილობრივი მოსახლეობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურიც, რომელმაც ვეტოს უფლება გამოიყენა და კონსტიტუციური და დემოკრატიული მექანიზმების გამოყენებით, საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას მოტივირებული შენიშვნები გაუზიარა“, – აცხადებენ არასამთავრობოები.

ისინი გამოყოფენ იმ საკითხებს, თუ რატომაა ცუდი ხელისუფლების მიერ ერთი თვის წინ მიღებული გადაწყვეტილება:

  • აუარესებს ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხს, ვინაიდან შეიზღუდება როგორც ადგილებზე დასახლების საკითხების მოგვარების შესაძლებლობა, აგრეთვე, გართულდება მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში;
  • შეზღუდავს ქალაქებისა და სოფლების სამომავლო განვითარებას, ვინაიდან ქალაქებისა და სათემო მუნიციპალიტეტებისთვის აღარ იარსებებს დამოუკიდებელი ბიუჯეტები, როგორც ძლიერი ინსტრუმენტი, ადგილობრივი პრიორიტეტების განსაზღვრისა და საქალაქო და სასოფლო პრობლემების გადასაჭრელად;
  • გამოიწვევს უთანასწორო პირობებს ქალაქისათვის, რადგან საკრებულოში, მუნიციპალიტეტის რამდენიმე ათეულ მაჟორიტართან ერთად, ქალაქიდან მაქსიმუმ 5 მაჟორიტარი იქნება წარმოდგენილი;
  • შეასუსტებს საზოგადოებრივ კონსენსუსს და საერთაშორისო მხარდაჭერას, რადგან ამ საკითხზე გადაწყვეტილება მოქალაქეებთან, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციების გარეშეა მიღებული. აღნიშნული ფაქტი კი ნეგატიურ გავლენას მოახდენს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო სარეიტინგო შეფასებებში;
  • კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიულობისა და სამართლიანობის ხარისხს, ვინაიდან ცესკოს მიერ გასაუქმებელ მუნიციპალიტეტებში შექმნილ საარჩევნო ოლქებში უკვე დაწყებულია პოლიტიკური პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ გამგებლობისა თუ მერობის კანდიდატთა წარდგენა, აგრეთვე, დამკვირვებელი ორგანიზაციების სარეგისტრაციოდ ნომინირება. შექმნილ ვითარებაში კი, საარჩევნო ადმინისტრაციებსა და სასამართლოს უწევთ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღება, რითაც პასიურ საარჩევნო უფლებას უზღუდავენ საარჩევნო სუბიექტებს და ქმნიან არაკონკურენტუნარიან საარჩევნო გარემოს;
  • წარმოშობს მმართველობითი ხასიათის პრობლემებს. 15 ივნისს პარლამენტის მიერ მიღებული  დადგენილების აგვისტოს ბოლოს ამოქმედებით, დღეს არსებული 14 თვითმმართველი ერთეული (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) შეწყვეტს არსებობას და სწორედ აგვისტოს ბოლოდან იარსებებს 7 გაერთიანებული მუნიციპალიტეტი, ხოლო გაუქმებული მუნიციპალიტეტების ორგანოებისაკრებულოები, მერები და გამგებლები, შესაბამისი ადმინისტრაციებით სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იარსებებენ.
  • წარმოშობს საბიუჯეტო პრობლემებს. აგვისტოს ბოლოსთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონში ისევ იარსებებს დღეს არსებული 14 მუნიციპალიტეტისთვის ცალცალკე გათვალისწინებული გათანაბრებითი ტრანსფერი, რომელთა მიღებასა და ადმინისტრირებაზე უფლებამოსილი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიმუნიციპალიტეტები აღარ იარსებებენ.

განცხადებას ხელს აწერენ ქვემოთ ჩამოთვლილი არასამთავრობო ორგანიზაციები:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველო
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  • ფონდიღია საზოგადოებასაქართველო
  • სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
  • რეგიონისგანვითარებისცენტრი
  • მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი
  • ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი
  • საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
  • სამოქალაქო განვითარების სააგენტო
  • კივიტას გეორგიკა
  • საქართველოს მედიაკლუბი
  • სათემო განვითარების ცენტრი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრი
  • სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
  • ადამიანის უფლებების ადვოკატირებისა და დემოკრატიის ფონდი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  • მწვანე კავკასია
  • საერთო სამოქალაქო მოძრაობა – „მრავალეროვანი საქართველო
  • ქალები რეგიონის განვითარებისთვის
  • სტუდიარე
  • გორის საინფორმაციო ცენტრი (გორი)
  • კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი (გორი)
  • მეგობრობის ხიდიქართლოსი” (გორი)
  • საუნჯე“ (ზუგდიდი)
  • ასოციაცია ,,დეა” (ზუგდიდი)
  • ათინათი“ (ზუგდიდი)
  • დემოკრატ მესხთა კავშირი (ახალციხე)
  • ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი (ახალციხე)
  • ასოციაციატოლერანტი“(ახალციხე)
  • საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (ოზურგეთი)
  • ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელიმცხეთამთიანეთის რეგიონული კომიტეტი (მცხეთა)
  • დუშეთის განვითარების ფონდი (დუშეთი)
  • ჩვენჯანსაღი მომავლისთვის (წეროვანი)
  • ევროპა ჩვენი სახლია (ქუთაისი)
  • იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირისპექტრი” (ქუთაისი)
  • ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი (ქუთაისი)
  • მთის განვითარების ცენტრი (სტეფანწმინდა)
  • ღირსეული სიბერე (ქობულეთი)
  • მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება (მარნეული)
  • კავშირი სამოქალაქო განვითარებისათვის (დუშეთი)
  • 18. სთეფ ფორვარდი (ბათუმი)
  • ბოლნისის ენის სახლი (ბოლნისი)
  • სათემო ორგანიზაციანუკრიანი
  • მწვანე აკადემია
  • მედიაცენტრიკახეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი