ახალი ამბები

ადვოკატი: შავშიშვილმა გაიხსენა ეპიზოდები, რაც მამალაძის ბრალდების აბსურდულობას დაადასტურებს

25 ივლისი, 2017 • 1750
ადვოკატი: შავშიშვილმა გაიხსენა ეპიზოდები, რაც მამალაძის ბრალდების აბსურდულობას დაადასტურებს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმე ტარას შავშიშვილის ჩვენება სამართლებრივად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო:

“მან გაიხსენა რამდენიმე ეპიზოდი ისეთი, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს ბრალდების აბსურდულობის დადასტურებაში”, – განაცხადა ფანცულაიამ.

მისი თქმით, შავშვილმა განაცხადა, რომ საპატრიარქოს თანამშრომლებს, მათ შორის შორენა თეთრუაშვილს, ხშირად ჰქონიათ პატრიარქთან საუბარი საპატრიარქოში არსებულ დადებით და უარყოფით სიტუაციებზე.

“მაგრან მან თქვა ასეთი რამ – როდესაც ჩვენ, არასასულიერო პირები, ვესაუბრებოდით პატრიარქს, ის მაქსიმალირად ითვალისწინებდა საკითხებს, გარდა ისეთი საკითხებისა, რომელიც ეხებოდა სასულიერო პირს. პატრიარქის პრინციპი იყო, რომ სასულიერო პირზე გადაწყვეტილება არ მიეღო არასასულიერო პირის საუბრის შედეგად. ამით რისი თქმა მინდა, რომ პროკურატურის მიერ ვარაუდზე აგებული ბრალდება, რომ შორენა თეთრუაშვილის გავლენით პატრიარქი თანამდებობიდან გადააყენებდა მამალაძეს, პრაქტიკულად ეს ვერსია გამოირიცხა”, – განაცხადა ფანცულაიამ.

მისივე თქმით, შავშვიშვილმა ისაუბრა თეთრუაშვილთან დაკავშირებულ საკითხებზე:

“მან ახსენა, რომ შორენა თეთრუაშვილი სახალხო მედიცინით მკურნალობს, მაშინ, როდესაც ჩვენ გველის შხამზე ვსაუბრობთ და ის ყოველთვის მალავს, რომ მალამოებით მკურნალობს და ის ექიმებში არ დადის და ა.შ.

მან გაიხსნება ერთ-ერთი საუბარი, როდესაც გიორგი მამალაძემ თქვა, რომ ეს ქალბატონი შორენა რაღაცას ხომ არ “მიჩალიჩებსო”.

მან გაიხსენა ეს კონკრეტული ფაქტი, გაიხსენა, როდის იყო ეს საუბარი, სად იყო, რომელ რესტორანში. მან თქვა, რომ მას (დეკანოზს) არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა “გაჩალიჩებაში”. იმიტომ, რომ მან არ იცოდა, იმ მომენტში იქ ციანიდზე იყო თუ არა საუბარი. მან დაადასტურა, რომ გიორგი მამალაძე ეჭვობდა ამ ფაქტთან დაკავშირებით,” – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

თავად შავშვიშვილმა სასამართლო უკომენტაროდ დატოვა, მან მხოლოდ ის თქვა, რომ “კანონსაწინააღმდეგო არაფერი უთქვამს” სასამართლოში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ციანიდის საქმეზე ტარას შავშიშვილი დაიკითხა. პროკურორის თქმით, შავშიშვილი დაინტერესებული პირია და ცდილობს გამართლდეს მამალაძე. ვრცლად პროკურატურის განმარტებები წაიკითხეთ აქ.

ვრცლად ტარას შავშიშვილის ადვოკატის განცხადებები წაიკითხეთ აქ.

ვრცლად რომ გაეცნოთ ტარას შავშიშვილის ეპიზოდს ციანიდის საქმეში, დააკლიკეთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი