ახალი ამბები

ოთო კახიძე იარაღის საქმეზე პოლიციაში დაიბარეს

25 ივლისი, 2017 • 2423
ოთო კახიძე იარაღის საქმეზე პოლიციაში დაიბარეს

პარლამენტის წევრი ოთო კახიძე ამბობს, რომ გამოკითხვის მიზნით პოლიციაშია დაბარებული. როგორც კახიძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, ის პოლიციაში მივიდა.

პარლამენტარი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ  23 ივლისს გამართულ რუსული ფაშიზმის საწინააღმდეგო აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღი თან ჰქონდა.

ოთარ კახიძე განმარტავს, რომ ლეგალურად ფლობს “გლოკ 19”-ს და აქვს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, როგორც პარლამენტის წევრს.

მან ასევე განმარტა, რომ იარაღის ავტომობილში შენახვას აპირებდა, თუმცა ეს ვერ მოახერხა.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი