ახალი ამბები

პროკურორი: შავშიშვილი დაინტერესებული პირია და ცდილობს გამართლდეს მამალაძე

25 ივლისი, 2017 • 1733
პროკურორი: შავშიშვილი დაინტერესებული პირია და ცდილობს გამართლდეს მამალაძე

“ტარას შავშიშვილი არის ბრალდებულის უახლოესი მეგობარი, მასთან დაკავშირებული პირი. ერთად განიხილავდნენ ისინი სხვადასხვა სტრატეგიას, პიარ კამპანიას, მათ შორის, სასულიერო პირების დისკრედიტაციას და ა.შ. შესაბამისად, ის არის დაინტერესებული პირი. მან სასამართლოზეც არ დამალა, რომ გული შესტკივა და უნდა, რომ გათავისუფლდეს პატიმრობიდან. შესაბამისად, აკეთებდა ბრალდებულისთვის სასარგებლო ინფორმაციის ტირაჟირებას. თუმცა ასეთმა მოწმემაც კი ვერ დამალა ის ფაქტი, რომ გიორგი მამალაძეს და შორენა თეთრუაშვილს არ ჰქონდათ სახარბიელო ურთიერთობა,” – განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე ტარას შავშვიშვილის დაკითხვის თაობაზე.

პროკურორი ამბობს, რომ ბრალდება “მოწმის ჩვენების სანდოობაზე გააკეთებს შეფასებას”.

ბრალდებული პროკურორის თქმით, არ მალავს, რომ მას ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი, მოწმემ კი ეს ინფორმაცია უარყო.

გუბელაძემ ასევე ისაუბრა დაკვეთილ სტატიებზე. მისი თქმით, გამოძიებას აქვს ინფორმაცია კონკრეტულ სტატიებზე, რომლებიც შავშიშვილის დაკვეთით მომზადდა და დაკითხვისას მოწმემ ამის შესახებ იცრუა. მათ შორის აღნიშნავს სტატიას, რომელიც მინერალურ წყალ “სნოზე” გამოქვეყნდა.

“აღნიშნული მოწმე არ არის გულწრფელი და არ მოგვახსენა, რა გადასცა (მამალაძეს), კონსპირაციულ ვითარებაში როდესაც შეხვდა. რა ნივთიერებები გადასცა მას. ამბობს, რომ გადასცა მხოლო ღვინო და ბარათი. არ საუბრობს მოწმე, როცა კონსპირაციულად შეხვდნენ ღამის 12 საათზე ერთი-ერთზე.”

პროკურორი არ ამბობს, აქვს თუ არა გომოძიებას ეჭვი, რომ ციანიდი შავშიშვილმა მისცა მამალაძეს.

ეკა ლომიძის, ტარას შავშიშვილის ადვოკატის განცხადებით, შავშიშვილმა სასამართლოს განუცხადა, რომ მას ციანიდის საკითხზე არასდროს უსაუბრია დეკანოზთან და მისთვის ნივთიერება არ გადაუცია. ასევე, არ მიუღია მონაწილეობა სასულიერო პირების დისკრედიტაციის მიზნით სტატიების შექმნაში.

ვრცლად ადვოკატის განცხადებები წაიკითხეთ აქ.

ვრცლად რომ გაეცნოთ ტარას შავშიშვილის ეპიზოდს ციანიდის საქმეში, დააკლიკეთბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი