ახალი ამბები

მერია: ძეგლის სტატუსის მქონე ვაკის პარკს ახალი ტერიტორია მიუერთდა

25 ივლისი, 2017 • 2499
მერია: ძეგლის სტატუსის მქონე ვაკის პარკს ახალი ტერიტორია მიუერთდა

თბილისის მერიის ცნობით, ვაკის პარკს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2007 წლიდან აქვს, ახალი ტერიტორია მიუერთდა, რომელზეც კულტურული დაცვის ზონა გავრცელდება.

„ჩვენ მივიღეთ ქალაქისთვის კიდევ ერთი ძალიან სასიკეთო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – იზრდება ვაკის პარკის ტერიტორიული საზღვრები! კერძოდ, პარკს უერთდება კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია და მთლიანი ფართობი ექცევა 1 საკადასტრო კოდის ქვეშ! რაც მთავარია – მთელ ამ სივრცეს ენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი”, – გნაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი