ახალი ამბები

ყარაფილასთან, საოკუპაციო ზოლთან სამოქალაქო პატრულირება დაიწყო

25 ივლისი, 2017 • 2708
ყარაფილასთან, საოკუპაციო ზოლთან სამოქალაქო პატრულირება დაიწყო

დღეიდან ყარაფილა – ბერშუეთის მონაკვეთზე სამოქალაქო პატრულირება დაიწყო. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ყოველდღიურად 3 ადამიანისაგან დაკომპლექტებული ჯგუფი დააკვირდება საოკუპაციო ძალების აქტივობას მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით, რაც მავთულხლართების და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების გადაადგილება-ინსტალაციას გულისხმობს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დავით ქაცარავა ამბობს, რომ მოძებნიან ისეთ შემაღლებულ ადგილებს, საიდანაც სივრცე ყველაზე კარგად ჩანს და მონიტორინგს დაიწყებენ.

ტელეკომპანია იმედის ცნობით, აქცია ქართველი სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს. იმედის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები საოკუპაციო ხაზიდან 2 კილომეტრის მოშორებით არიან განლაგებულნი.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი საოკუპაციო ძალების აქტივობის თაობაზე ინფორმაციას მედიას მიაწვდიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი