ახალი ამბები

პროკურორი: ოხანაშვილი და მამალაძე გეგმავდნენ სასულიერო პირების დისკრედიტაციისთვის სტატიებს

25 ივლისი, 2017 • 2109
პროკურორი: ოხანაშვილი და მამალაძე გეგმავდნენ სასულიერო პირების დისკრედიტაციისთვის სტატიებს

დღეს სასამართლო სოსო ოხანაშვილთან ერთად დაკითხავს იმ პირს, რომელსაც მამალაძე გერმანიაში გამგზავრების წინ შეხვდა და მისგან სხვადასხვა ნივთი მიიღო – ამის შესახებ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა.

“გრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. ვგეგმავთ მოწმის დაკითხვას. ის არის გიორგი მამალაძის უახლოესი მეგობარი. პირი, რომელოც უკანასკნელად ნახა გიორგი მამალაძემ, სანამ აეროპორტში მივიდოდა. აღნიშნულმა პირმა მამალაძეს გადასცა სხვადასხვა ნივთები. ამასთან დაკავშირებით გვექნება შეკითხვები.”

პროკურორის განცხადებით, ეს პირი მამალაძეს სხვადასხვა მიზნით სტატიების მომზადებაში ეხმარებოდა:

“გარდა ამისა, ეს პირი ეხმარებოდა მას სხვადასხვა სასულიერო პირის დისკრედიტაციის მიზნით სტატიების მომზადებაში და გიორგი მამალაძესა და მასთან დაკავშირებული პირების პიარში. ამაზეც გვექნება შეკითხვები,”- აცხადებს გუბელაძე.

“მოწმე იტყვის, თუ რა ნივთები გადასცა და ნათელი მოეფინება ყველაფერს და გამოჩნდება, ეს ნივთები რამდენად არის საქმესთან შემხებლობაში და კონკრეტულად, ციანიდთან. ზუსტად არ ვიცი, მოწმე ვინ არის,” – განაცხადა პროცესის დაწყებამდე დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

დღეს ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა განახლდება თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც ჟურნალისტებისთვის დახურულია.

პროკურორის თქმით, აქვთ თავიანთი “კითხვები და შეფასებები” იმის თაობაზე, თუ რატომ დათახმდა სოსო ოხანაშვილი დაცვის მხარეს დაკითხვაზე და არა მათ.

“რატომ მოხდა ეს და ვისი მოწმეა რეალურად სოსო ოხანაშვილი, ამას საზოგადოება თვითონ კარგად დაასკვნის ჩვენი შეფასებების გარეშეც.”

გუბელაძე აცხადებს, რომ ასევე ოხანაშვილი და მამალაძე ერთად გეგმავდნენ სასულიერო პირების დისკრედიტაციის მიზნით სტატიების მომზადებას. მისი თქმით, ბრალდების მხარე ოხანაშვილს გერმანიაში ყოფნის დროს იქ განვითარებულ მოვლენებზე დაუსვამს კითხვებს.

პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სასამართლოს ჩვენებას დღეს, 14:00 საათზე სკაიპის დახმარებით მისცემს.

მასალების გადაბეჭდვის წესი