ახალი ამბები

საქართველოს 10 ქვეყანასთან რეადმისიის შეთანხმების გაფორმება სურს

25 ივლისი, 2017 • 7142
საქართველოს 10 ქვეყანასთან რეადმისიის შეთანხმების გაფორმება სურს

საქართველოს ხელისუფლებას ერაყის, ლიბანის, ავღანეთის, კამერუნის, კოტ-დიუვარის, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, გამბიის, ტუნისის, სომალის და განის მთავრობებთან რეადმისიის შესახებ შეთანხმების მიღწევა სურს.

შესაბამისი განკარგულებები, რომლის მიხედვითაც ამ ქვეყნებთან მოლპარაკებები უნდა გაიმართოს, მთავრობის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

განკარგულებაში საუბარია მოლაპარაკების დაწყების  თაობაზე.

ზოგადად რეადმისიის შეთანხმება გულისხმობს მხარეებს შორის გაძლიერებულ თანამშრომლობას უკანონო მიგრაციის შესახებ და სხვა ქვეყანაში უნებართვოდ მყოფი პირების სამშობლოშ უსაფრთხო დაბრუნებას.

ზემოხსენებული განკარგულებები 30 ივნისითაა დათარიღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი