ახალი ამბები

შსს-ს თანამშრომელი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს

24 ივლისი, 2017 • 2638
შსს-ს თანამშრომელი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს

აჭარის პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენის ფაქტზე შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწეგამომძიებელი .. დააკავა.

პროკურატურის ცნობით,  2017 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 16:30 საათზე ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე  .დ. მივიდა. ამ დროს ის სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა, მაგრამ  სამსახურებრივი მაისური ეცვა და თან ჰქონდა სამსახურებრივსაშტატო ცეცხლსასროლი იარაღი.

“ამ დროს  ქუჩაში იმყოფებოდნენ  ., მისი მეგობარი .. და მეზობლად მცხოვრები პირები. . . სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. . გაქცევა მოახერხა, რის შემდეგაც .. მას მიმართავდა შეურაცხმყოფელი სიტყვებით და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. . ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა . მეგობარს .  და ლანძღვაგინება დაიწყო იქვე  მყოფი სხვა პირების მიმართ. . აღნიშნული ძალადობრივი ქმედებით, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და ძალადობის მუქარით აშკარად გამოხატა უპატივცემულობა შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა პირების მიმართ”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

პოლიციელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებული თავის საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 239- მუხლის მესამე ნაწილის დარღვევა ედება, რაც ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი