ახალი ამბები

საარსებო მინიმუმის რეკორდი ივნისში

24 ივლისი, 2017 • 2898
საარსებო მინიმუმის რეკორდი ივნისში

2017 წლის ივნისში საარსებო მინიმუმის ზღვარი მაქსიმალურ ნიშნულზეა. ის მონაცემები, რომლებიც გასულ თვეში დაფიქსირდა, 2004 წლიდან მოყოლებული ყველაზე მაღალია. საქსტატი კი საარსებო მინიმუმს არსებული სასურსათო კალათით სწორედ 2004 წლიდან ითვლის.

საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლის ივნისში საარსებო მინიმუმი შეადგენდა:

  • შრომისუნარიანი მამაკაცისთვის – 174.3 ლარს
  • საშუალო მომხარებლისთვის –  154.4 ლარს
  • საშუალო ოჯახისათვის – 292.4 ლარს

[one_third last=”no”]2017 წლის ივნისი

  • შრომისუნარიანი მამაკაცისთვის – 174.3 ლარს
  • საშუალო მომხარებლისთვის –  154.4 ლარს
  • საშუალო ოჯახისათვის 292.4 ლარს

[/one_third][one_third last=”no”]2016 წლის ივნისი

  • შრომისუნარიანი მამაკაცისთვის – 157.1 ლარს
  • საშუალო მომხარებლისთვის –  139.1 ლარს
  • საშუალო ოჯახისათვის 263.5 ლარს

[/one_third][one_third last=”no”]2015 წლის ივნისი

  • შრომისუნარიანი მამაკაცისთვის – 161.4 ლარს
  • საშუალო მომხარებლისთვის –  143 ლარს
  • საშუალო ოჯახისათვის 270.8 ლარს

[/one_third]

[red_box]როგორ ითვლება საარსებო მინიმუმი?[/red_box]

საარსებო მინიმუმი, ანუ ფულადი სახსრების მინიმუმი, რომელიც აუცილებელია ადამიანის ქმედუნარიანობის შენარჩუნებისთვის (და რომელიც გამოხატავს საზოგადოებრივად აუცილებელი ცხოვრების დონის ქვედა ზღვარს) დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე.

მინიმალური სასურსათო კალათა არის (კალათაში შემავალი საკვები პროდუქტებისა და რაოდენობის შესახებ იხილეთ ცხრილი ბმულზეკვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.

საარსებო მინიმუმის გასაანგარიშებლად მინიმალური სასურსათო კალათის ღირებულება იყოფა 0.7-ზე (საარსებო მინიმუმის ღირებულებაში სასურსათო ხარჯების წილი განისაზღვრება 70%-ით, შესაბამისად, არასასურსათო ხარჯების წილი განისაზღვრება 30%-ით). მიღებული რიცხვი წარმოადგენს მოცემულ თვეში საარსებო მინიმუმის ღირებულებას შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისათვის. არასასურსათო ხარჯებში შედის ყველა სხვა სახის ხარჯი, რომლის გაწევაც ადამიანს უწევს: მგალითად, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, კომუნალური გადასახადები და სხვა.


 

საქსტატის ვებგვერდზე მოცემული კალკულატორის მიხედვით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი 2016 წლის ივნისიდან 2017 წლის ივნისამდე შეიცვალა 7.09 %-ით. ანუ 2016 წლის ივნისის 100 ლარი ინფლაციის გათვალისწინებით 2017 წლის ივნისის მდგომარეობით შეადგენს 107.09 ლარს.

გსურთ, შეამოწმოთ, როგორ იცვლება თქვენი პერსონალური ხარჯები ინფლაციის მიხედვით? – ამ ბმულზე შეგიძლიათ შეავსოთ პერსონალური ინფლაციის კალკულატორი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი