ახალი ამბები

თავდასხმა შვეიცარიაში – არიან დაშავებულები

24 ივლისი, 2017 • 1933
თავდასხმა შვეიცარიაში – არიან დაშავებულები

BBC-ის ინფორმაციით, სულ მცირე 5 ადამიანი დაშავდა შვეიცარიის ქალაქ შაფჰაუზენში თავდასხმის შედეგად. მათივე ცნობით, ორი მათგანი მძიმედ არის დაშავებული. თავდამსხმელი ერთი კაცია. დამატებით ინფორმაციას პოლიცია ჯერ არ ავრცელებს. პოლიცია ტერორიზმის ვერსიას გამორიცხავს.

გერმანული ტაბლოიდის, Blick-ის ინფორმაციით, თავდამხსმელი ელექტროხერხით იყო შეიარაღებული. მომხდარის გამო ქალაქის საზღვარი გერმანიასთან დაკეტილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი