ახალი ამბები

ბიუროს სხდომაზე ადა მარშანიას რუსეთში ვიზიტის შესახებ საუბარი არ დაასრულებინეს

24 ივლისი, 2017 • 2767
ბიუროს სხდომაზე ადა მარშანიას  რუსეთში ვიზიტის შესახებ საუბარი არ დაასრულებინეს

დღეს, 24 ივლისს, პარლამენტის ბიუროს სხდომის დასასრულს, ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” წევრს, ადა მარშანიას ფრაქციის სამი წევრის მოსკოვში ვიზიტის შესახებ ანგარიშზე საუბარი არ დაასრულებინეს.

მარშანია საუბრობდა იმის შესახებ, რომ მასმედიის მხრიდან “სერიოზულად იყო გამრუდებული” მათი განცხადებები.

“ჩვენ უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობთ ჩვენ მიერ განხორციელებულ ქმედებაზე, ამიტომ, გვაქვს სურვილი, მოკლედ მაინც მოგახსენოთ იმ ძირითად საკითხებზე, რა საკითხებზეც იყო საუბარი,”- განაცხადა ადა მარშანიამ ბიუროს სხდომაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ მას გამოსვლა გააწყვეტინა, რასაც ირაკლო კობახიძესა და ადა მარშანიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარემ მას განუცხადა, რომ პარტიული ვიზიტის ანგარიშებს პარლამენტის ბიურო არ ისმენს.

ადა მარშანიამ კობახიძეს უთხრა რომ ეს საკითხები ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ამ პროცედურას არ ეთანხმება.

“თქვენ თუ გინდათ პარტიებთან საუბარი, შეგიძლიათ მოიწვიოთ და ესაუბროთ. კანონმდებლობას კიდევ ერთხელ განვმარტავ: პარტიული ვიზიტის შესახებ ანგარიშს ბიურო ვერ მოიმენს. აქედან გამომდინარე, მე ვარ იძულებული, დავხურო დღევანდელი ბიუროს სხდომა,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი