ახალი ამბები

ანონსი – 22 ივლისი

22 ივლისი, 2017 • 2199
ანონსი – 22 ივლისი

წარმოგიდგენთ 22 ივლისს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:


11:00 საათზე, “სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველო” საჯარო და არასამთავრობო ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლებს აძლევს შანსს საიმონ ვესტის მასტერკლასს სტრატეგიულ კომუნიკაციებში, თანამედროვე საინფორმაციო გარემოში პროპაგანდის, დეზინფორმაციის და Fake-ნიუსების სამყაროში ეფექტური კომუნიკაციის ორგანიზებაზე. კურსზე რეგისტრაციისთვის გადადით ამ ბმულზე. ადგილი: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. მისამართი: შ. დადიანის 2/1.


14:00 საათზე, მთაწმინდის პარკში, მხატვარი ნინო პაიჭაძე წარადგენს ანიმეს ჟანრში ლაივ პერფორმანსს. როგორც არტისტი წერს, ის 3 მეტრიან ნახატს შექმნის.


20:00 საათზე, ვაკის პარკში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვებ ცერემონია ჩატარდება. ღონისძიებას გახსნის და სტუდენტებს უნივერსიტეტის დასრულებასა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია. ჩატარდება ტრადიციული კონკურსი და გამარჯვებული კურსდამთავრებულები გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოვლენ. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი კურსდამთავრებულებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რიტუალით – ქუდების ცაში ასროლით დასრულდება. შემდეგ კი გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ Eko & Vinda Folio.  ცერემონია ფეიერვერკით დასრულდება. ადგილმდებარეობა: ვაკის პარკი.


22:00 საათზე, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ყოველწლიურ ფესტივალ “არტ–გენზე” ნინო ქათამაძე და “ინსაითი” წარდგებიან. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმში.

მასალების გადაბეჭდვის წესი