ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტრო: გვარამია ცრუობს, თითქოს ქუმსიშვილმა კანონი დაარღვია

21 ივლისი, 2017 • 2123
ფინანსთა სამინისტრო: გვარამია ცრუობს, თითქოს ქუმსიშვილმა კანონი დაარღვია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ნიკა გვარამიას განცხადება იმის შესახებ, თითქოს დიმიტრი ქუმსიშვილმა დაარღვია კანონი და გათქვა რუსთავი 2–ის კონფედენციალური ფინანსური ინფორმაცია, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

“საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის 1¹ ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო საიდუმლოებას არ განეკუთვნება და საჯაროა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, საქართველოს პირველი ვიცეპრემიერის, ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებული კომენტარი იმის შესახებ, რომ კომპანიას აქვს საგადასახადო დავალიანება, არ წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოს. ამდენად, ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებული შეფასება არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა,” – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ძალიან უხეშად დაარღვია კანონი და გათქვა რუსთავი 2-ის კონფიდენციალური ფინანსური ინფორმაცია. გვარამიას განცხადებით, ტელეკომპანია აპირებს მიმართოს საერთაშრისო სასამართლო ინსტიტუტებს იმისთვის, რომ სრულად ანაზღაურდეს საქართველოს სახელმწიფოს მიერ რუსთავი 2-ისთვის მიყენებული ზარალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი