ახალი ამბები

ციხელაშვილი: ზუსტდება, მოხვდა თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბაქო-სუფსის ნავთობსადენი

21 ივლისი, 2017 • 2126
ციხელაშვილი: ზუსტდება, მოხვდა თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბაქო-სუფსის ნავთობსადენი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთი ციხელაშვილის განცხადებით, ზუსტდება ინფორმაცია იმის შესახებ,  მოხვდა თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბაქო-სუფსის ნავთობსადენი ორჭოსანთან უკანონო ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლების გამო.

მინისტრის თქმით, საოკუპაციო ხაზის ფორტიფიკაცია უკანონო ბარიკადებით 2008 წლიდან მოყოლებული მიმდინარეობს და ეს არის ოკუპაციის გაგრძელება, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგაა მიმართული, რადგან  ადგილობრივ მოსახლეობას ყოველ ჯერზე ეზღუდება წვდომა საკუთარ სამეურნეო მიწებზე.

ციხელაშვილმა დაგმო აღნიშნული ქმედებები და განაცხადა, რომ ბანერების უკანონოდ აღმართვა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და საერთაშორისო შეთანხმებების უგულებელყოფა, რომლის მონაწილე რუსეთია.

“ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა ოკუპაციის, რომ პროვოკაციებით მოხდეს საზოგადოებაში დაძაბული ფონის, პროვოკაციებზე წამოგების მცდელობა, რაც კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ არ მოხდება ჩვენი მხრიდან”, – განაცხადა ქეთი ციხელაშვილმა.

მინისტრის თქმით, დღეს არსებული მდგომარეობა არის მიუღებელი და აუცილებელია ნაბიჯების გადადგმა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისკენ. ისინი პარტნიორებთან თანამშრომლობენ და ამ პროცესის შესახებ ინფორმირებული არიან საქართველოს პარტნიორი სახელმწიფოები.

სახელმწიფო უსაფთხოების სამსახურის ცნობით, დღეს, 21 ივლისს, ოკუპირებული ორჭოსნის მონაკვეთზე რუსმა სამხედროებმა ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნული გაავლეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი