ახალი ამბები

მთავრობის გადაწყვეტილებით, ლიტერატურის დარგში ვაჟა ფშაველას პრემია დაწესდება

21 ივლისი, 2017 • 2145
მთავრობის გადაწყვეტილებით, ლიტერატურის დარგში ვაჟა ფშაველას პრემია დაწესდება

საქართველოს პრემიემინისტრის განცხადებით, მთავრობა აპირებს, რომ პროზის, პოეზიის და პუბლიცისტიკის დარგში ვაჟა ფშაველას სახელობის პრემია დააწესოს.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად გამოვიტანოთ ცვლილებათა პაკეტი სახელმწიფო ჯილდოების შესახებ კანონში. ცვლილება ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ ლიტერატურის დარგში, პროზის, პოეზიის და პუბლიცისტიკის ისეთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებებისთვის, რომლებიც მიიღებს ეროვნულ აღიარებას, წარადგინონ ვაჟა ფშაველას სახელობის პრემიაზე. ასევე იყოფა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია და ეროვნული პრემიები. ვფიქრობთ, რომ შოთა რუსთაველის პრემია იყოს ლიტერატურის, ხელოვნების და არქიტექტურის დარგებში, ხოლო მეცნიერებისთვის იყოს კონკრეტულად ეროვნული პრემია, რაც მეცნიერების კუთხით კიდევ უფრო წაახალისებს უმაღლესი ჯილდოსთვის ბრძოლას, მუშაობას და ჩვენი მეცნიერების განვითარებას. კანონპროეტში არის ასევე გათვალისწინებული ეროვნული გმირის ორდენზე ფულადი ჯილდოს ოდენობის გაზრდა”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მთავრობის სხდომა დღეს, 21 ივლისს დაიწყო. მასზე 37 საკითხი განიხილება, მათ შორის ერთი საიდუმლოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი