ახალი ამბები

პრემიერი: ლიკანის პარკს ეროვნული კატეგორია მიენიჭება და იქ არსებული კომპლექსები განახლდება

21 ივლისი, 2017 • 1724
პრემიერი: ლიკანის პარკს ეროვნული კატეგორია მიენიჭება და იქ არსებული კომპლექსები განახლდება

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ლიკანის პარკს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭება და იქ არსებული კომპლექსები განახლდება.

“ლიკანის პარკს მიენიჭება ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია, რაც გულისხმობს იმას, რომ არსებული კომპლექსები, რაც პარკში მდებარეობს, რეაბილირიტირდება და ჩვენი ქვეყნის წარმოსაჩენად იქნება ერთ-ერთი ულამაზესი ტურისტული მიმართულება. ამ მიმართულებით უკვე გაკეთებულია ბევრი რამ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეროვნულ კატეგორიაში გადაყვანით ჩვენ უფრო გავამყარებთ პარკის სტატუსსაც და, რა თქმა უნდა, ლიკან-ბორჯომის ეკონომიკური განვითარების კუთხით და იქ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის სხდომა დღეს, 21 ივლისს დაიწყო. მასზე 37 საკითხი განიხილება, მათ შორის ერთი საიდუმლოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი