ახალი ამბები

პრემიერი: აგვისტოდან იწყება ქუთაისის აეროპორტის გაფართოება

21 ივლისი, 2017 • 2412
პრემიერი: აგვისტოდან იწყება ქუთაისის აეროპორტის გაფართოება

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკშვილის განცხადებით, დაგეგმილია, რომ ქუთაისის აეროპორტის ტერმინალი გაფართოვდეს, რომლის შედეგადაც აეროპორტს საშუალეაბ ექნება, ერთდროულად 6 რეისს მოემსახუროს.

“მნიშვნელოვანი პროექტი იწყება აგვისტროში, ტერმინალის გაფართოების პროექტი, რომელიც საშუალებას მისცემს ქუთაისის აეროპორტს – 6 რეისს მოემსახუროს ერთდროულად. ეს პროექტი რკინიგზის ახალ პროექტთან კომბინაციაში, რომელიც ითვალისწინებს სარკინიგზო ბაქნის მშენებლობას აეროპორტის ჭიშკრის წინ, ქუთაისის აეროპორტს მისცემს საშუალებას, გაცილებით კომფორტულად და უფრო მეტ მგზავრს მოესმახუროს. 92%-ით არის გაზრდილი მგზავრთა ნაკადი წლის დასაწყისიდან. ეს, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, არის ვიზალიბერალიზაციის შედეგი და, მეორე მხრივ, არის ტურიზმის მიმართულებით ძალისხმევის მნიშვნელოვანი შედეგი”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე.

მთავრობის სხდომა დღეს, 21 ივლისს დაიწყო. მასზე 37 საკითხი განიხილება, მათ შორის ერთი საიდუმლოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი