ახალი ამბები

“ჩვენ ორი საქართველო ვნახეთ” – NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაცია

21 ივლისი, 2017 • 3483
“ჩვენ ორი საქართველო ვნახეთ” – NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაცია

NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის განცხადებით, ქვეყანა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მდიდარი დემოკრატიული გამოცდილებით უახლოვდება, თუმცა მათ მიერ გამართული არაერთი შეხვედრის შედეგად დარჩათ შთაბეჭდილება, რომ ამ კუთხით ორი საქართველო არსებობს. ერთი საქართველო “ქართული ოცნების” მიერაა დანახული, ხოლო მეორე- სხვა აქტორებისა და დამკვირვებლების მხრიდან.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე NDI საქართველოს ხელმძღვანელმა ლორა თორნთონმა განაცხადა, ისინი გასული კვირის განმავლობაში ძალიან ბევრ ადამიანსა და ჯგუფს შეხვდნენ -ხელისუფლებას, ოპოზიციას, არასამთავრობოებს, დიპკორპუსს და ა.შ.

“საქართველოს მოქალაქეებს ბევრი მიღწევა აქვთ, რომლითაც შეუძლიათ იამაყონ: მრავალფეროვანი პოლიტიკური გარემო და საზოგადოების მაღალი მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების კუთხით.

საქართველო მაღალ სტანდარტებს აწესებს და ჩვენც ასევე დავაწესებთ მაღალ სტანდარტებს.

მთავარი, რაც დელეგაციამ ამ შეხვედრებიდან მიიღო, არის ის, რომ ამ შეხვედრებიდან ორი საქართველო ვნახეთ.

ერთი საქართველო დანახულია ქართული ოცნების მიერ და მეორე არის, რომელიც აღგვიწერა ყველა სხვამ, ვისაც ჩვენ შევხდვით”, – განაცხადა ლორა თორნთონმა.

მისივე თქმით, “ოცნების საქართველოში” ძალიან ცოტა გამოწვევა არსებობს დემოკრატიული განვითარების კუთხით. “მედია თავისუფალია, მიუკერძოებელი… გამონაკლისი რ2-ია”

[ოცნების საქართველოში] საარჩევნო და პოლიტიკურ საკითხები დროულად და მიუკერძოებლად განიხილება. ასევე არსებობს თავისუფალი შეჯიბრებითობის პრინციპი… რეფორმები, კონსტიტუციური იქნება თუ სხვა, ერთი მიზნით ხორციელდება – სწორი დემოკრატიული განვითარებისთვის.

სხვა ადამიანები სულ სხვა სურათს ხატავენ.

ისინი ამბობენ, რომ მმართველი ძალის მხრიდან ადგილი აქვს ძალაუფლების კონსოლიდაციას ერთი პარტიის ხელში, პოლიტიკური კანონმდებლობა სხვადასხვა მოთამაშეს არასწორად მიემართება და არასწორია.  პოლიტიკაში თანასწორი გარემო არ არსებობს, არის ზეწოლა პოტენციური დამფინანსებლებზე. რეფორმები ხორციელდება მმართველი ძალის პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდიანრე, მედიისთვის სივრცე ვიწროვდება, არის არაფორმალური მმართველობა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება”, – თქვა თორნთონმა.

მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ვერსიაა აქედან სწორი, ამგვარი პოლარიზაცია სურათის აღქმასთან დაკავშირებით ჯანსაღი არ არის და საზოგადოების პროცესიდან გარიყვას უწყობს ხელს.

“საქართველოს გადაწყვეტილების მიღებისთვის შექმნილი ინკლუზიური, კარგად დაგეგმილი და ზოგად კონსენსუსზე აწყობილი გარემო სჭირდება. ეს არის ის კონტექსტი, რომლითაც ჩვენ საარჩევნო პროცესში შევდივართ”.

 

NDI -ის წინასაარჩევნო დელეგაცია :

კეტრინ ნუნი – ირლანდიის სენატის თავმჯდომარის მოადგილე

იანუშ ონიშკევიჩი – პოლონეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ევროპარლამენტარი

დევიდ კრამერი – სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე

მარია ბაბიჩი – დამოუკიდებელი ექსპერტი

მელისა მუსიო – NDI

მაიკ მაკნოლტი – NDI-ის საარჩევნო პროგრამების ხელმძღვანელი ვაშინგტონში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი