ახალი ამბები

სალვადორ დალის ცხედრის ექსჰუმაცია დნმ-ის ნიმუშის მოსაპოვებლად

21 ივლისი, 2017 • 3917
სალვადორ დალის ცხედრის ექსჰუმაცია დნმ-ის ნიმუშის მოსაპოვებლად

ესპანეთში სასამართლო ექსპერტებმა სახელგანთქმული მხატვრის, სალვადორ დალის ცხედარს დნმ-ის მისაღებად ექსჰუმაცია ჩაუტარეს. დნმ-ის მიღება მამობასთან დაკავშირებული დავის გადასაჭრელად გახდა საჭირო.

სალვადორ დალის გვამის ექსჰუმაცია სასამართლოს ორდერის გამოცემის შემდეგ მოხდა. 61 წლის მარია პილარ აბელ მარტინესი დავობს, რომ დედამისს მხატვართან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა. თუ დამტკიცდება, რომ სალვადორ დალი მართლაც მამამისია, მას გადაეცემა მხატვრის ქონება, როემლიც ამჟამად ესპანეთის სახელმწიფოს ეკუთვნის. ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ სალვადორ დალის შვილი არ ჰყავდა.

საჭირო ნიმუშებს მხატვრის კბილიდან, ძვლებიდან და ფრჩხილებიდან 4 საათის განმავლობაში იღებდნენ.

როგორც BBC წერს, შედეგების გარკვევას შესაძლოა კვირები დასჭირდეს.

სიურეალისტი მხატვარი, სალვადორ დალი 1989 წელს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა და ქალაქ ფიგერასში არის დაკრძალული, იქვე არის მუზეუმი, რომელიც მის ცხოვრებასა და ნამუშევრებს ეძღვნება.

სალვადორ დალის ცხედრის ექსჰუმაციის პროცესი. ფოტო: EPA/Robin Townsend სალვადორ დალის ცხედრის ექსჰუმაციის პროცესი. ფოტო: EPA/Robin Townsend

მასალების გადაბეჭდვის წესი