ახალი ამბებისამართალი

მოზარდებთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

20 ივლისი, 2017 • 6359
მოზარდებთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მოზარდებთან გარყვნილი ქმედების მომზადების ბრალდებით დაკავებული ჰ.ქ.  დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-141-ე მუხლით (ხუთი ეპიზოდი).

საქმის მასალების მიხედვით, 2017 წლის იანვარსა და თებერვალში ჰ.ქ-მ  ახალციხეში 16 წელს მიუღწეველ ხუთ ბიჭს, რომლებსაც  მობილური ტელეფონის ნომრები მოტყუებით გამოართვა,  უკავშირდებოდა  და გარკვეული თანხის სანაცვლოდ  სხვადასხვა სახის სექსუალურ ურთიერთობას სთავაზობდა.

სამართალდამცველებმა  ჰ.ქ.  ბრალდებულის სახით  2017 წლის 8 მარტს დააკავეს. სასამართლომ მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ჰ.ქ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი