ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილი განცხადებას გააკეთებს

20 ივლისი, 2017 • 1599
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილი განცხადებას გააკეთებს

დღეს, 20 ივლისს, 17:30-ზე საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადებას გააკეთებს. სავარაუდოდ, ეს განცხადება შეეხება ადვილობრივი თვითმმართველობის კანონში შესატან ცვლილებებზე ვეტოს დადებას.

15 ივნისს პარლამენტმა მხარი დაუჭირა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებას. ხელისუფლების გეგმის მიხედვით, 12 ქალაქიდან თვითმმართველი ქალაქის სტატუსს 5 შეინარჩუნებს, ხოლო 7 თვითმმართველი ქალაქი და თვითმმართველი თემი გაერთიანდება და ერთ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბდება.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცვლილებებზე ვეტოს დადების მოთხოვნით პრეზიდენტს მიმართეს. ამ საკითხზე 3 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრეზიდენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, პროცესი კანონდარღვევებით წარიმართა და არ მომხდარა მოსახლეობის აზრის გათვალისწინება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი