ახალი ამბები

ოზურგეთში ორი ადამიანი მანქანაში ჩაცხრილეს

20 ივლისი, 2017 • 2489
ოზურგეთში ორი ადამიანი მანქანაში ჩაცხრილეს

დღეს, 20 ივლიის, დაახლოებით 15:00 საათზე, ოზურგეთში სიძე და ცოლისძმა მანქანაში ჩაცხრილეს. ერთ–ერთი გარდაცვლილი შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტ იოსების ახლობელია.

“ჩემი გაზრდილია… უპატრონო ბავშვი იყო, მე გავზარდე და გავიგე, რომ მოუკლავთ. ახლა თბილისში ვარ და ჯერჯერობი მეტი არაფერი ვიცი,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” მიტროპოლიტმა იოსებმა.

როგორც შსს–ში განგვიცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი