ახალი ამბები

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 18 სექტემბერს დაიწყება

20 ივლისი, 2017 • 2327
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 18 სექტემბერს დაიწყება

თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალი 18 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

ფესტივალი წარადგენს საერთაშორისო პროგრამას, პროგრამას new, ქართული სპექტაკლების პროგრამას, ფესტივალის კლუბის პროგრამას. პროგრამების გარდა, ფესტივალზე გაიმართება გამოფენები, სპეციალური სტუმრების კონფერენციები, სემინარები და ვორქშოფები.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის, ირლანდიის, იტალიის, რუსეთის, პოლონეთის, რუმინეთის, დდ ბრიტანეთის, ესპანეთის თეატრალური დასები.

მაყურებელი ნახავს კშიშტოფ ვარლიკოვსკის “ფრანგები” და დედ ცენტრის “ჩეხოვის ბოლო პიესა”. ლევან წულაძისა და დავით დოიაშვილის იტალიასა და რუმინეთში დადგმულ სპექტაკლებს.

თეატრის შენობის გარეთ, ღია ცის ქვეშ  მაყურებელი ნახავს როკბენდისა და საჰაერო შოუს სინთეზს ‘მუარეს’ ნახავს. ეს პროგრამა გულისხმობს ამწეზე დაკიდებულ პერფორმერებს, რომლებიც ჰაერში  სკულპტურულ კომპოზიციებს, სხვადასხვა ფიგურებს გამოსახავენ. ამ ყველაფერს კი მუსიკალურ ფონად “დიუშამ პილოტის” მუსიკა გასდევს.

2-6 ოქტომბერს გაიმართება ფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილი – ქართული სპექტაკლების პროგრამა Georgian Showcase. ქართული სპექტალების პროგრამა გასული  2016-2017 წლის შეჯამებაა.

ორგანიზატორების ცნობით, შოუქეისის სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვლენ თანამედროვე ქართული თეატრის გაცნობის, პროექტების შეთავაზების და გაცვლითი პროექტების მიზნით. წელს ქართული სპექტაკლების პროგრამას 90-მდე საერთაშორისო სტუმარი ეყოლება.

ფესტივალის დირექტორმა ეკა მაზმიშვილმა განაცხადა, რომ ფესტივალზე ბევრი გერმანული სპექტაკლი მონაწილეობს და ამით სახელმწიფოს უჭერენ მხარს, რადგან 2017 წელი გერმანია-საქართველოს წლადაა გამოცხადებული.

ეკა მაზმიშვილის განცხადებით, ფესტივალის ბიუჯეტი 1 მილიონს ლარს არ უნდა ასცდეს, თუმცა ესეც ცოტაა ფესტივალისთვის.

საერთაშორისო პროგრამა:

18 სექტემბერი

თამაშის დასასრული

რეჟისორი კაი ფოგესი

მხატვარი მიხაელ ზიბეროკ-სერაფიმოვიჩი

21-22 სექტემბერი

ჩეხოვის პირველი პიესა

რეჟისორი ბუშ მუკარზელი და ბენ კიდი

კომპოზიტორები ჯიმი იდი და კევინ გლისონი

მხატვარი ენდრიუ ქლენსი

ქორეოგრაფი ლივ ო დონოჰიუ

25-26 სექტემბერი

კუ

რეჟისორი ლევან წულაძე

კომპოზიტორი ზურაბ გაგლოშვილი

მხატვარი ლევან წულაძე

ქორეოგრაფი გია მარღანია

მუსიკის ადაპტაცია ლევან წულაძე

26-27 სექტემბერი

ხსოვნის ქვები შტატსთეატრიდან

რეჟისორი ჰანს-ვერნერ კრიოზინგერი

კომპოზიტორი დანიელ დორში

მხატვარი რობ მუნენი

30 სექტემბერი

ბოლო პაემნები

რეჟისორი იური ტიტოვი

დადგმის ხელმძღვანელი ევგენი კამენკოვიჩი

მხატვარი ვალენტინა ოსტანკოვიჩი

განათების მხატვარი ვლადისლავ ფროლოვი

ტექნიკური რეჟისორები ტატიანა სერედინა, იულია ვერზუნოვა

მუსიკალური გაფორმება ოლგა ფედოროვა

ივან ბუნინის ნაწარმოებების „ჰაინრიჰი“, „მდინარისპირა სასტუმრო“, „ნატალი“, „მადრიდი“ მიხედვით.

2 ოქტომბერი

ფრანგები

რეჟისორი  კშიშტოფ ვარლიკოვსკი

8-9 ოქტომბერი

ალუბლის ბაღი

რეჟისორი დავთ დოიაშვილი

კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი მემანიშვილი

მხატვრები თამარ კვესიტაძე, გაბი ალბუ

ქორეოგრაფი ფლორინ ფიერუი

მასალების გადაბეჭდვის წესი