ახალი ამბებირეკლამაფოტო

Greendoor – ახალი ჰოსტელი ბათუმის ცენტრში

20 ივლისი, 2017 • 8133
Greendoor – ახალი ჰოსტელი ბათუმის ცენტრში

თუ ბათუმში გამგზავრებას აპირებთ და ქალაქის ცენტრში ეძებთ კომფორტულ, მყუდრო ადგილს დასარჩენად, ჰოსტელი Greendoor-ი შესანიშნავი არჩევანია. ჰოსტელის უპირატესობაა:

[checklist]

  • კარგი ადგილმდებარეობა
  • კეთილგანწყობილი პერსონალი
  • უფასო Wifi
  • დაცული და მეგობრული გარემო

[/checklist]

Greendoor-ი ბათუმის ისტორიულ ცენტრში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარეობს და ბულვარიდან, ევროპის მოედნიდან და ზღვის სანაპიროდან ფეხით ხუთ წუთში შეგიძლიათ ჰოსტელში იყოთ.

1122

ჰოსტელი  ძველი, ისტორიული შენობის მეორე სართულზეა განთავსებული. სახლის მწვანე შესასვლელ კარს შეაღებთ, მოხატული სადარბაზოს კიბეს აივლით და Greendoor-ში აღმოჩნდებით, სადაც ყველა პირობაა კომფორტულად დასასვენებლად.

ჰოსტელში ორი დიდი საწოლი ოთახია, ფართო ფანჯრებით, ხის იატაკითა და ფერადი ინტერიერით. თითოეულ ოთახში 8 სტუმრის განთავსებაა შესაძლებელი.

Greendoor-ში ერთი ღამით დარჩენა ერთი ადამიანისთვის 40 ლარი ღირს.

IMG_0031

IMG_0178

IMG_0015

ჰოსტელში არის ასევე ერთი იზოლირებული ნომერი ორი ადამიანისთვის, საერთო სამზარეულოთი და შხაპით. იზოლირებული ნომრის ფასი 90 ლარია.

ჰოსტელს აქვს სამზარეულოც, სადაც არის მაცივარი, ელექტროჩაიდანი, სენდვიჩის აპარატი, და მიკროტალღური ღუმელი. აქ შეგიძლიათ მოიმზადოთ სწრაფი საუზმე, წაიხემსოთ, დაისვენოთ, უყუროთ ტელევიზორს და დაუმეგობრდეთ ჰოსტელის სხვა სტუმრებს. ყავა და ჩაი Greendoor-ში უფასოდ შეგიძლიათ მიირთვათ.

IMG_0210

IMG_0053

ჰოსტელში ორი სააბაზანო და საპირფარეშოა. პირსახოცები და თეთრეული შედის საწოლის ღირებულებაში. აქვეა სარეცხის მანქანა,  რომლითაც სარგებლობა იმ სტუმრებს შეუძლიათ, რომლებიც ორ დღეზე მეტ ხანს დარჩებიან ჰოსტელში.

IMG_2557

IMG_2551

IMG_0011

მემედ აბაშიძის ქუჩა, სადაც Greendoor-ი მდებარეობს, იდეალური ადგილია ბათუმში დასარჩენად. რამდენიმე წუთის სავალ მანძილზე მდებარეობს სხვადასხვა ბანკი, კაფე-ბარები და სუპერმარკეტები.  გარდა ამისა, ეს ბათუმის ერთ-ერთი უძველესი ქუჩაა, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ძველი ბათუმისათვის დამახასიათებელი არქიტექტურა და კარგი  ადგილია სასეირნოდ.  აქვეა ევროპის მოედანი და ბათუმის ძველი ბულვარი, სადაც ზაფხულში ხშირად იმართება სხვადასხვა გასართობი ღონისძიება.

მიუხედავად იმისა, რომ ჰოსტელი ქალაქის ცენტრში მდებარეობს, ეს ქუჩა ხმაურიანი არ არის და თქვენს მშვიდ ძილს არაფერი ემუქრება.

IMG_2407

IMG_0191

სისუფთავეს და ჰიგიენური ნორმების დაცვას ჰოსტელში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. „გრინდორს“ დღეში რამდენჯერმე ალაგებენ.

„გრინდორის“ პერსონალი კეთილგანწყობილია და მუდამ მზად არის დაგეხმაროთ თქვენთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებაში. ჰოსტელი  24 საათის განმავლობაში მუშაობს.

თუ სამაგიდო თამაშები მოგწონთ დასვენებისას, „გრინდორში“ დახვდებათ ნარდი, ჭადრაკი და კარტი.

IMG_0048

 

კარგ დასვენებას გისურვებთ ბათუმში!

Greendoor გელით!

მისამართი: ბათუმი, მემედ აბაშიძის #48 

მობ: 574 09 37 03

მასალების გადაბეჭდვის წესი