ახალი ამბები

ჯონ მაკკეინს თავის ტვინის სიმსივნე დაუდგინდა

20 ივლისი, 2017 • 1727
ჯონ მაკკეინს თავის ტვინის სიმსივნე დაუდგინდა

ამერიკელ სენატორს, რესპუბლიკური პარტიის წევრს, ჯონ მაკკეინს თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ეს ინფორმაცია სენატორის ოფისმა გაავრცელა.

80 წლის პოლიტიკოსს ეს დიაგნოზი მას შემდეგ დაუსვეს, რაც თვალზე გაჩენილი სისხლჩაქცევის გამო ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევა.

ჯონ მაკკეინი ვიეტნამის ომის ვეტერანია, მან 5 წელიწადზე მეტი გაატარა ტყვეობაში. მაკკეინი ექვსგზის სენატორია, 2008 წელს კი იყო რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი