ახალი ამბები

ანონსი – 20 ივლისი

20 ივლისი, 2017 • 1789
ანონსი – 20 ივლისი

11:00 საათზე დემოკრატიული მოძრაობის ცენტრალურ ოფისში (აბულაძის 8) გაიმართება 26 მაისის აქციებში მონაწილეობის მოტივით დაკავებული, პოლიტპატიმარი ბექა პეტრიაშვილის ბრიფინგი.

საკონტაქტო პირი: ჯილდა მაჭავარიანი 599272987


10:00 საათზე ევროპული საქართველოს პარტიის ოფისში (ორთაჭალა, გულიას 1) ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრიფინგი გაიმართება. თემა – საქსტატის მონაცემები


12:00 საათზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ჭადრაკის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეში დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრება და ქალ
მოჭადრაკეთა ნაკრებს ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვების 25 წლის იუბილეს მიულოცავს.


11:00 საათზე, სამშენებლო კომპანიებისგან ბინების შესყიდვის თემაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება.
მისამართი: თამარაშვილის ქ. N15ა


19:00 საათზე სასტუმრო რუმსში (მ. კოსტავას ქ. 14, თბილისი), გაიმართება არალი არასამთავრობო ორგანიზაციის – „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ (EECMD-ის) პრეზენტაცია.


12 საათზე ეწვიეთ ჭადრაკის სასახლეს და 25 წლის შემდეგერთად ვიზეიმოთ დამოუკიდებელი საქართველოს პირველი გამარჯვება. 20 ივლისი-ჭადრაკის საერთაშორისო დღეა.


13:45 საათზე სემინარი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ გაიხსნება. მონაწილეობას მიიღებენ მასწავლებლები პანკისის რეგიონიდან და თბილისიდან. სემინარს გახსნიან თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ.

ღონისძიების დაწყება: 20 ივლისი, 13:45 საათი

მისამართიწინამძღვრიშვილის ქ.162, ნატოს სამეკავშირეო ოფისი

პრესასთან საკონტაქტო პირი: მარიამ ჯაფარიძე 555 101040


 11:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მედიას, კვლევის – „Check in Georgia” 2016, პროექტის უცნობი დეტალები“ შედეგებს გააცნობს.

კვლევაში დეტალურად არის გაანალიზებულია ინფორმაცია, 2016 წელს პროექტის ფარგლებში, მსხვილ ღონისძიებებზე რეალიზებული ბილეთების შესახებ.

პრეზენტაცია გაიმართება, საქართველლოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფიში, მისამართი, ჯ. კახიძის ქ. #15


თიბისი ბანკის შვილობილმა კომპანიამ „თიბისი კაპიტალმა“ კომპანია „ნიკორას“ 10 მილიონი დოლარის ობლიგაციების განთავსება განახორციელა. ეს არის არაფინანსური კომპანიის ყველაზე მსხვილი განთავსება.
სიახლის შესახებ 20 ივლისს, 13:00 საათზე, თიბისი ბანკის სათავო ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია,
რომელსაც დაესწრებიან თიბისი ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის წარმომადგენლები, ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ნინო ჯავახაძე და „თიბისი კაპიტალის“ დირექტორები.

მისამართი: მარჯანიშვილის 7, მესამე სართული


 

მასალების გადაბეჭდვის წესი