ახალი ამბები

შაშკინის განცხადებით, სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგება გამომცემლობების “გაკულაკებაა”

13 აპრილი, 2013 • • 863
შაშკინის განცხადებით, სახელმძღვანელოების  უფასოდ დარიგება გამომცემლობების “გაკულაკებაა”

აღნიშნული განცხადება განათლების ყოფილმა მინისტრმა გადაცემა ” ბიზნესკურიერში” გააკეთა: 

 

“წიგნების ბაზარი არის დაახლოებით 60- მილიონიანი ბაზარი. ამ პროექტით დიდი საშიშროებაა, რომ ეს ბაზარი გაქრება. გაქრება 15- მილიონიანი გადასახადი, რომელიც ამ ბაზრიდან მიდიოდა ბიუჯეტში, დიდი ალბათობით ბევრი საგამომცემლო სახლი გაკოტრდება. არ ექნება საშუალება, რომ ინვესტიცია ჩადოს, არ გამოვა ახალი წიგნი, 2–3 წელიწადში აღარ ექნებათ ფული, რომ ახალი წიგნები გამოსცენ, აქ სახელმძღვანელოებზე არ არის საუბარი.  ყველაფერი შეიძლება, ჩვენ შეიძლება პური დავარიგოთ უფასოდ, ან – 70 თეთრის ნაცვლად 10 ლარად. წავართვათ ფქვილი შემომატანს, ჩვენ გამოვაცხოთ  და უფასოდ დავარიგოთ, თუ ამას ვაკეთებთ გაკულაკებით”– განაცხადა შაშკინმა. 

 

შეგახსენებთ,  განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა , 8 აპრილს, 145-ე საჯარო სკოლაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2013-2014 სასწავლო წლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 2084 საჯარო სკოლის 650 ათასი მოსწავლე სასკოლო სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი