ახალი ამბები

ჯეჯელავა: საქართველოს უნივერსიტეტებში 10 000-მდე უცხოელი სტუდენტი სწავლობს

19 ივლისი, 2017 • 2490
ჯეჯელავა: საქართველოს უნივერსიტეტებში 10 000-მდე უცხოელი სტუდენტი სწავლობს

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა იმ 4 მიმართულებაზე საუბრობს, რომელიც დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით, პრიორიტეტულია საქართველოსთვის. მისი თმით, საქართველოს ელჩები მსოფლიოს სხვადასხა ქვეყნებში განათლებისა და მეცნიერების კუთხით ძალიან აქტიურად უჭერენ ქვეყანას მხარს.

ჯეჯელავა საუბრობს ქართულ უნივერსიტეტებზე, რომლებიც, მისი თქმით, მუშაობენ საერთაშორისო რეიტინგებში მოსახვედრად და იქ დასაწინაურებლად.

“ბოლოდროინდელი სასიხარულო ინფორმაცია იყო ის, რომ თბილისის სახელმწიფო უნოვერსიტეტი ტომპსონის რეიტინგში ტოპ 400 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის მოხვდა, რაც მნიშვნელოვანი შედეგია. შემდგომში ჩვენ იმედი გვაქვს და ვმუშობთ, რომ ბევრი ქართული კერძო და სახელმწიფო უნივერსოტეტი მოხვდეს საერთაშორისო რეიტინგებში. ეს არის ერთი მიმართულება, – ამბობს ვიცეპრემიერი.

ჯეჯელავას თქმით, მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება, რაშიც დიპლომატებიც ეხმარებიან საქართველოს, არის უცხოელი სტუდენტების მოზიდვა ქართულ უნოვერსიტეტებში.

“10 ათასამდე უცხოელი სტუდენტია დღეს საქართველოში და ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია ეს რაოდენობა უახლოეს წლებში გაორმაგდეს. საელჩოების როლი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით. ძირითადად, საუბარია აზიის, დსთ-ს, აფრიკისა და ჩვენი რეგიონის ქვეყნებზე, რომელთა სტუდენტებიც დაინტერესებული არიან ქართულ უნივერსიტეტებში სწავლით,” – განაცხადა ჯეჯელავამ.

რაც შეეხება მევნიერების მიმართულებას, განათლების მინისტრი ამბობს, რომ ამ მხრივ საქართველო აქტიურად და ინტნსიურად თანამშრომლობს ძალიან ბევრ ქვეყანასთან:

“ევროპულ და ამერიკულ სამეცნიერო ფონდებთან ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. ასევე, იაპონურ ფონდებთან. აქაც დიპლომატიური კორპუსის ჩართულობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.”

ვიცეპრემიერის განცხადებით, ამ 3 იმართულების გარდა, შეიძლება პროფესიული განათლების მიმართულების გამოყოფაც, სადაც ასევე მნიშვნელოვანია დიპლომატიური კორპუსის ჩართულობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი