ახალი ამბები

სიმღერამ Despacito მოსმენების რაოდენობით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

19 ივლისი, 2017 • 3528
სიმღერამ Despacito მოსმენების რაოდენობით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

პუერტო რიკოელი მომღერლების, ლუის ფონსისა და დედი იანკის დუეტს “Despacito” მუსიკის ონლაინ სტრიმინგის ფლატფორმებზე, ჯამში, 4.6 მილიარდჯერ მოუსმინეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამ დრომდე რეკორდი კანადელი შემსრულებლის, ჯასტინ ბიბერის სიმღერას “Sorry” ეკუთვნოდა.

ესპანურენოვანი სიმღერა წლის დასაწისში, იანვარში გამოვიდა. მას შემდეგ ბილბორდის მუსიკალური ჩარტის სათავეშია.

სიმღერა გაცილებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ჯასტინ ბიბერთან ერთად მისი რემიქსი გავრცელდა ინტერენეტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი