ახალი ამბები

ბერძენიშვილი: სააკაშვილი გამოძიებასთან აუცილებლად ითანამშრომლებს

12 აპრილი, 2013 • • 950
ბერძენიშვილი: სააკაშვილი გამოძიებასთან აუცილებლად ითანამშრომლებს

ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილმა დღეს, 12 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წევრების შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბერძენიშვილის თქმით, სააკაშვილი საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეა და გამოძიებასთან აუცილებლად ითანამშრომლებს. 

“ბატონი სააკაშვილი განცხადება, რომ ის არ აპირებს ითანამშრომლოს გამოძიებასთან, არის არაადკვატური. გარწმუნებთ, მომავალში თქვენ თვითონ ნახავთ, ის გამოძიებასთან ითანამშრომლებს”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

დეპუტატის განმარტებით, გამოძიებასთან თანამშრომლობა ადამიანისთვის ბრალის წაყენებას არ ნიშნავს, შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე დღის წინ აგვისტოს ომის შესახებ გაკეთებული განცხადებაში ბრალი არავისთვის არ წაუყენებია.

“რაც შეეხება იმას, თუ ვინ რა როდის დაიწყო, წინა მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება ამოიღეთ და ნახეთ, რას ამბობდა ის პარლამენტი ამ საკითხზე”, – აღნიშნა დეპუტატმა. ის მიიჩნევს, რომ ომის გამოძიების დემონიზება არ შეიძლება, რადგან ეს გამოძიება დაწყებულია სააკაშვილის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის პირობებში იმდროინდელი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მიერ და ახალი ხელისუფლება რომის სტატუტის ხელშეკრულებისა და ჰააგის სასამართლოს თხოვნის საფუძველზე მის გაგრძელებას აპირებს.  

მასალების გადაბეჭდვის წესი