ახალი ამბები

დედა-შვილის შიმშილობის მე-5 დღე კანცელარიასთან

12 აპრილი, 2013 • 1035
დედა-შვილის შიმშილობის მე-5 დღე კანცელარიასთან

“რძალი და შვილიშვილი ნათესავთან არიან, ბავშვს აქ ვერ დავტოვებდით,”- ამბობს ის.

 

მოშიმშილეები ამბობენ, რომ “სამართლიანობის აღდგენა” პროკურატურაში განცხადების შეტანით დაიწყეს, მაგრამ მას შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა, პასუხი კი არ არის.

 

პროკურატურისგან ისინი სავაჭრო სახლის “საბას” ხელმძღვანელით, პაატა კაჭარავათი დაინტერესებას ითხოვენ.

 

 

“2010 წლამდე იქ სავაჭრო ფართი გვქონდა. კაჭარავა ფულს გვთხოვდა ფართის დასაკანონებლად, თუმცა საბუთს დაკანონების შესახებ არ იძლეოდა. მერე აქციები გავმართეთ. ხალხის პარტიაში ვიყავით მაშინ და იმ პარტიის წევრებიც მივიყვანეთ. საბოლოოდ ფართი სულ წაგვართვა და ჩვენი ავეჯი დააყადაღა. ვალები დაგვედო, ბინა დავაგირავეთ 16 ათას ლარად, რომელსაც ამ დღეებში ვკარგავთ, – ამბობს ბარაბაძე.

 

როგორც ამბობენ, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ “საბას” ხელმძღვანელობა მათ თავად შეეხმიანა და დაყადაღებული ავეჯის წაღება შეთავაზა.

 

“ავეჯი ნაწილობრივ დამტვრეული და დაზიანებული იყო, ჩვენ თავად, ჩვენი სახსრებით შევაკეთეთ და ისევ “საბაში” გავიტანეთ გასაყიდად. მალევე ხანძარი გაჩნდა და ისიც დაიწვა. კომპენსაციაც კი არ მოგვცეს, ელექტრონული სალარო აპარატი არ გქონიათ და ვერ მოგცემთო. კაჭარავამ მოახერხა და ახალ ხელისუფლებასაც შეეკრა, როგორც ჩანს. კოჰაბიტაცია ნამდვლად შედგა, ოღონდ ჩემნაირებისთვის არა. ამისთვის ვიბრძოდი? 26 მაისის აქციაზე მე და ჩემი შვილი რუსთაველის თეატრში ვიმალებოდით, რომ არ ჩავეკალით, ძლივს გადავრჩით. ცვლილებები იმიტომ გვინდოდა, რომ ეს ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული პირებიც წასულიყვნენ,”- ამბობს ბარაბაძე.

 

როდემდე გააგრძელებენ შიმშილობას, ჯერ არ იციან.

 

“აქ იმიტომ ვართ, რომ იქნებ მთავრობიდან ვინმე დაინტერესდეს ჩვენით. სხვა შემთხვევაში არ ვიცი, რას ვიზამთ, ალბათ, აქვე თავს დავიწვავ.”

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი