ახალი ამბები

ხუციშვილი: მართვის მოწმობის გამოცდის გართულება მის საერთაშორისო აღიარებას შეუწყობს ხელს

19 ივლისი, 2017 • 2685
ხუციშვილი: მართვის მოწმობის გამოცდის გართულება მის საერთაშორისო აღიარებას შეუწყობს ხელს

შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის თქმით, ამბასადორიალზე ელჩებსთან საუბრისას ყურადღებას გაამახვილებს ქართული მართვის მოწმობის საერთაშორისო აღიარების საკითხზე, განსაკუთრებით კი, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. მისი თქმით, ეს არის შსს-ს ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი.

“ჩვენ დავიწყეთ ოფიციალურად დიალოგი რამდენიმე ქვეყანასთან და ახლა საჭიროა ამ მიმართულების უფრო აქტიურ ფაზაში გადაყვანა. ვფიქრობთ, რომ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობის ქუჩაში გატანა მოხდება და მართვის მოწმობის გამოცდა გართულდება, ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან ამ პროცესს,” – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა 2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა. პოლიციის შესახებ კანონში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით  საინფორმაციო ბუკლეტებიც მომზადდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი